ქვილითაია და ჩაკვეტაძე უმწვრთნელოდ დარჩნენ

AutoSharing Option
ბელგიურმა "გენტმა" ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის დანიელი მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი თანამდებობიდან გათავისუფლდა და კლუბი დატოვა.

50 წლის დანიელი ბელგიურ კლუბში 2018 წლიდან მუშაობდა - მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის უძველესმა გუნდმა ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და თასის ფინალშიც გავიდა.

მიმდინარე სეზონი კი "ბუფალომ" ძალიან ცუდად დაიწყო - საწყის ორ ტურში ორივე მატჩი წააგო, ჯერ გასვლაზე "სენტ ტრუიდენთან", შემდეგ კი სახლში - "კორტრიკთან".

აღსანიშნავია, რომ ტორუპი ქვილითაიას დიდად არ სწყალობდა, ჩაკვეტაძეს კი აქებდა, თუმცა... ჯერჯერობით მომავალი მწვრთნელის ვინაობა არ
დასახელებულა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
მაშინ გვეშველება თუ წავლენ ორივენი მაგ ჯოჯოხეთიდან და სადმე კარგ გუნდში გადავლენ
Gio
20 აგვისტო 2020 13:51
1
არ ვიცი რას შეცვლის ეს ჩვენი ფეხბურთელებისათვის, მაგრამ ეს ამბავი ძალინ გმეხარდა.
emigranti
20 აგვისტო 2020 13:44
0
ეგრე რაააა, ეგრე რაააააა! დინამოს ყურების მერე რამე ოდნავ მაინც თუ გამახარებდა არ მეგონა.
ეხლა მთავარია იეს ტორუპის მაგივრად ვინმე მთლად იეს ტრუპი არ მივიდეს :)))))
Superman
20 აგვისტო 2020 13:44
1
გვეშველა ვითომ?
ბესო
20 აგვისტო 2020 13:41
1
მე ასე ვიცი - "ვითაამ"
1
20 აგვისტო 2020 14:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული