ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველებს რონალდოს ექსდამრიგებელი უთავკაცებს

AutoSharing Option
გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტში" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ - ეს ადამიანი 67 წლის რუმინელი ლაზლო ბოლონი გახლავთ.

ბოლონის ძალიან ბევრ კლუბში უმუშავია, მათ შორის, პაოკ-ში, "მონაკოში", "რენში", "ნანსიში"; ერთი პერიოდი რუმინეთის ნაკრებსაც თავკაცობდა, ბოლოს კი ბელგიური "ანტვერპის" დამრიგებელი იყო.

თუმცა რუმინელი სპეციალისტის კარიერაში ოქროს ასოებით ჩასაწერი ერთი "დეტალია" - ის 2001-03 წლებში სათავეში ლისაბონის "სპორტინგს" ედგა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოს პირველი მწვრთნელი იყო პროფესიონალურ დონეზე.

ასევე დაგაინტერესებთ