მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსმწვრთნელმა იური სიომინმა თავის ყოფილ შეგირდებზე - საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"კვირკველიამ ჩემთან თამაში ხვიჩას აგენტთან კონფლიქტის გამო შეწყვიტა? და ვინ არის მისი აგენტი? მე არასოდეს არ ვიცოდი და არ დავინტერესებულვარ, ვინაა ის და ვისი აგენტია. მხოლოდ ერთი რამით ვინტერესდები - ფეხბურთელის ხარისხით. აგენტი კი მე არ მინტერესებს.
ყველაზე მთავარია მათ კარგი ფეხბურთელი მოგვცენ. არ ვიცი ვინაა მისი აგენტი და არასოდეს არ ვიცოდი, სხვა ფეხბურთელების აგენტები ვინ არიან. ყოველთვის მხოლოდ ფეხბურთელებთან ვურთიერთობ.
ყველაზე მთავარია მათ კარგი ფეხბურთელი მოგვცენ. არ ვიცი ვინაა მისი აგენტი და არასოდეს არ ვიცოდი, სხვა ფეხბურთელების აგენტები ვინ არიან. ყოველთვის მხოლოდ ფეხბურთელებთან ვურთიერთობ.
რატომ არ თამაშობდა საბა
ტრავმის შემდეგ? ის ხომ ჩემთან თამაშობდა. არ ვიცი. თქვენ ხომ ნახეთ, როგორ ითამაშა ბოლო შეხვედრაში როსტოვში და იქ გასაოცარი მატჩი ჩაატარა! მაშინ დიდი წვლილი შეიტანა და სატურნირო ცხრილში სიტუაცია გარდავტეხეთ.
მეტი მე არავითარი ნიუანსები არ ვიცი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არასოდეს არ ვიყურებოდი ფეხბურთელის პასპორტში და არ ვინტერესდებოდი მისი აგენტით. არასოდეს არავის არ ვეკონტაქტებოდი - ეს ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ.
რატომ წავიდა კვარაცხელია? ეს თქვენ კიკნაძეს ჰკითხეთ, დაე მან გიპასუხოთ. რატომ არ დაიტოვეს და რატომ მიაყენეს კლუბს დიდი ზიანი? მე ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ", - სიტყვა სიტყვით ციტირებს სიომინს Sport24.

შეგახსენებთ, კვარაცხელია "რუბინში" გადავიდა, კვირკველია კი ახლახან იჯარით "როტორში" გაუშვეს.
სიომინი ხვიჩაზე: წამში 10 მილიონი დაკარგეს, უზბეკი კი "კვარაზე" ძვირად შეიძინეს
სიომინი ფარფანს: არ იდარდო, "ლოკომოტივში" კვარაცხელიაც დაიწუნეს
სიომინი: ხვიჩას შეუძლია დიდ ევროპულ გუნდში ითამაშოს!
იური სიომინი: კვარაცხელიას გაშვება აღმაშფოთებელი იყო - მათ ჩემში მხეცი გააღვიძეს!
კვირკველია სიომინის აგარაკზე ვარჯიშობს
კიკნაძეს გულშემატკივრები ჰომოსექსუალად მოიხსენიებენ და შეიძლება გადააყენონ