ყაზახეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "კაისარმა" საკუთრ მოედანზე "ჟეტისუ" 1:0 თავდამსხმელ ელგუჯა ლობჯანიძის შესანიშნავი გოლით დაამარცხა.
ეს მით უფრო აღსანიშნავია, რომ მაკრატელათი ასეთი გოლის ასეთი სიმაღლის (194 სმ) ფეხბურთელის მიერ გატანა დიდი იშვიათობაა.
ლობჯანიძემ შეუცვლელად ითამაშა და გოლი 75-ე წუთზე გაიტანა - მის ანგარიშზე განახლებულ ტურნირზე 4 მატჩში 3 გოლია.
სამივე გამარჯვება "კაისარმა" ერთნაირი ანგარიშით, 1:0 იზეიმა და სამივეჯერ გოლი ქართველმა ფორვარდმა გაიტანა.
"კაისარმა" 4 მატჩში 10 ქულა მოიპოვა, მესამე ადგილზეა და 26 აგვისტოს სტუმრად "კასპის" შეხვდება.