ლობჯანიძემ ჩინებული მაკრატელა გოლით "კაისარს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "კაისარმა" საკუთრ მოედანზე "ჟეტისუ" 1:0 თავდამსხმელ ელგუჯა ლობჯანიძის შესანიშნავი გოლით დაამარცხა.

ეს მით უფრო აღსანიშნავია, რომ მაკრატელათი ასეთი გოლის ასეთი სიმაღლის (194 სმ) ფეხბურთელის მიერ გატანა დიდი იშვიათობაა.

ლობჯანიძემ შეუცვლელად ითამაშა და გოლი 75-ე წუთზე გაიტანა - მის ანგარიშზე განახლებულ ტურნირზე 4 მატჩში 3 გოლია.

სამივე გამარჯვება "კაისარმა" ერთნაირი ანგარიშით, 1:0 იზეიმა და სამივეჯერ გოლი ქართველმა ფორვარდმა გაიტანა.

"კაისარმა" 4 მატჩში 10 ქულა მოიპოვა, მესამე ადგილზეა და 26 აგვისტოს სტუმრად "კასპის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რომელი გუნდიდანაა წასული ცოტა მეტი ინფორმაცია თუ შეიძლება
კახა
02:05 23-08-2020
0
მართალია, ,,ზაპასშიც'' არაა არც ჩაკვეტაძე და არც ქვილითაია. აქ რომ ვწერ ხოლმე, მათი ხილვა დინამო ბათუმში არ იქნება ურიგოთქო, დისლაიქებით მავსებენ. ჯერ რა გგონიათ, რა გუნდია ეს გენტი, მსოფლიო გრანდია?? და ახლა მის განაცხადშიც რომ ვერ მოხვდები ((
ერთი-ს
00:05 23-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული