პორტუგალიური A Bola-ს ცნობით, სეტუბალის "ვიტორიას" ქართველი მეკარის გიორგი მაკარიძის სამსახურით თურქეთის სუპერლიგაში გადასული "ერზრუმსპორი" ძალიანაა დაინტერესებული, მაგრამ ტრანსფერი შეიძლება ჩაიშალოს.
30 წლის მაკარიძეს ერზრუმულმა კლუბმა უკვე მიმართა წინადადებით და მაღალი ხელფასი შესთავაზა, მაგრამ "ვიტორიასთან" კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 1 მილიონი ევროა, ამხელა თანხის გადახდას კი "ერზრუმსპორი" არ აპირებს.

გამოცემის მტკიცებით, "ვიტორია" კლაუსულას შემცირებაზე თანახმაა, თუმცა მთლად უფასოდ მაკარიძეს არ გაუშვებს.