"როტორის" მწვრთნელი კვირკველიას პენალტზე: "სპარტაკის" ფეხბურთელს "ოსკარი" ეკუთვნის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "როტორმა" საკუთარ მოედანზე დასანანი მარცხი, 0:1 განიცადა "სპარტაკთან". დასანანი, რადგან წაგებას არ იმსახურებდა. შესანიშნავად ითამაშა ვოლგოგრადული გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა, ხოლო საბა კვირკველიასთან ბრძოლისას მოსკოველთა თავდამსხმელი სობოლევი საჯარიმოში წაიქცა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ნამატჩევს ყველაფერ ამაზე კომენტარი "როტორის" მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა გააკეთა.

"ურიგო მატჩი არ იყო. პირველი ტაიმი არადამაჯერებლად ჩავატარეთ. მეორე ტაიმში გაშვებული გოლის შემდეგ აგრესიულად ვითამაშეთ. მომენტები შევქმენით, მაგრამ მარტო შექმნა საკმარისი არ არის, უნ
და გაიტანო.

ახლა პირველ ნომრად თამაში არ შეგვიძლია. ვმოქმედებთ ფეხბურთელთა დონისა და შეთამაშების მიხედვით.

თერთმეტმეტრიანი? სობოლევმა ისე გააფორმა, არტისტიზმისათვის "ოსკარი" ეკუთვნის. კვირკველია ძალიან გამოცდილი მცველია. ითამაშებს და თავს წესრიგში მოიყვანს.

მიქელთაძეს მუხლის პრობლემა აქვს. ჯანო ჯერ ისევ არ არის ვოლგოგრადში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავი წესრიგში ჯერ კიდევ ვერ მოიყვანა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯანო ჯერ კიდე არაა ვოლგოგრადშიო, არადა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია :-/
რა მაფიაა?
27 აგვისტო 2020 13:27
0
ასეთ პენლებს სად დებენ ყოველთვის არის ხელის დადებები საჯარიმოში რა პენალი ხოარ ღადაობთ
სისულელე
27 აგვისტო 2020 11:45
1
რაც გინდა იძახოს მწვრთნელმა,პენალტი არ იყოვო,ფაქტია,რომ მხარზე მოქაჩა და მანაც დანარჩენი გააფორმა.ყველა ასე იქცევა.პენალტი იყო.თუმცა მთავარია რომ სათამაშო პრაქტიკას იღებს და ფორმაშიც ჩადგება.სულზე მოუსწრო ამ თამაშმა.
სოსო
27 აგვისტო 2020 10:04
1
რა ვერ გავიგე რად გინდა რომ ეხები ხელით, უაზრობაა და უკლასობაა ნაღდად რა თან იცი რომ ამ მომენტს გადაამოწმებენ, ძალიან უაზრო პენალტი აიკიდა!!!!
zaza
27 აგვისტო 2020 09:55
0
კვირკველიას მე მგონი დიდი პოლუშარია გათიდული აქვს.
Isidore
27 აგვისტო 2020 01:24
3
ჯანო სადაა ნეტა
ბეღურა
26 აგვისტო 2020 23:40
2
ჯანომ, 25 აგვისტოსათვის წონადაკლებული გამოვცხადდებიო...რაკი არ გამოცხადდა,ესე იგი ვერ დაიკლო.
სოსო
27 აგვისტო 2020 10:07
1
აბა ამის დაყენება ნაკრებში როგორ შეიძლება.რა უაზრო პენალტი აიკიდა.
აბა ესა ყოფილა
26 აგვისტო 2020 23:38
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული