რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურში "უფას" 3:0 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტის მიერ ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა.
- გასული სეზონის დასასრულსა და ამ სეზონის დასაწყისში ხვიჩა არაერთხელ გადიოდა დასარტყმელ პოზიციაზე, შემდეგ კი ბურთს მეკარეს ახვედრებდა. ხედავთ თუ არა თქვენ ამაში პრობლემას?
- ხანდახან ის მეკარეს ურტყამს, ხანდახან - ზუსტად, ისევე, როგორც დღეს, ის ურტყამს, მერე კი დამატებულს შედეგი მოაქვს. მთავარია, ურტყამს და ყოველ შეხვედრაში ბევრ მომენტს ქმნის".