ვატო არველაძე: ვეცდები შოთაზე უფრო მაგარი გავხდე

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგაში ახლადდაწინაურებულმა "კარაგიუმრუკმა" კონტრაქტი ქართველ ფორვარდ ვატო არველაძესთან გააფორმა, ხოლო ადგილობრივმა გამოცემა "AA-," ინტერვიუ ფეხბურთელთან ჩაწერა.

"კლუბი და გუნდში არსებული გარემო ძალიან სასიამოვნოა. კოლექტივი ერთ ოჯახად არის შეკრული, ყველას ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ახალ სეზონს.

ის, რომ ბიძაჩემი (შოთა) ლეგენდაა, მე დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს და ჩემდამი მოლოდინებს ზრდის. შოთა ჩემი კერპია, თუმცა ვეცდები მასზე უფრო მაგარი გავხდე.

სტამბული ძალიან დიდი და ლამაზი ქალაქია. ძალიან მომწონს აქ ყოფნა და ცხოვრება. "კარაგიუმრუკი" კი ხალხთან დაახლოებული
გუნდია. უამრავი, გულმხურვალე გულშემატკივარი ჰყავს. მათთვის თამაში დიდი სიამოვნება იქნება.

ბიძებმა ტრაბზონში ლეგენდების სახელი დატოვეს. ძალიან გაუხარდათ, რომ აქ ჩამოვედი სათამაშოდ. სასიამოვნოა მათ ნაკვალევზე ყოფნა და მათი სახელის გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, ჩემით იამაყებენ. ბიძაჩემი 9 ნომრის პორიზიაზე თამაშობდა, მე ცოტა განსხვავებულად ვთამაშობ. თუმცა, შოთა მუდმივად მაძლევს რჩევებს, ყველა თამაშისა და ვარჯიშის შემდეგ ვსაუბრობთ, ფეხბურთსა და ჩემ გამოსვლას განვიხილავთ. მას ჩემ განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს.

გუნდის მიზანი არა მხოლოდ სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება, არამედ ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ჩვენ ფანების გულები უნდა გავახაროთ. ვეცდებით მათთვის ყველა თამაში მოვიგოთ.

სუპერლიგაში ბევრი კარგი გუნდია, ბევრი ძლიერი ფეხბურთელიც. გარედან ჩემპიონატი მიმზიდველად გამოიყურება, ის ხომ მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი ლიგაა. ეს კი უდიდეს მოტივაციას მმატებს.

ცხადია, ყველა ფეხბურთელის მსგავსად მეც მინდა ბუნდესლიგაში, ლა ლიგასა და პრემიერლიგაში თამაში. თუმცა ახლა ჩემი მთავარი მიზანი მაღალ დონეზე თამაში და გუნდისთვის გოლების გატანაა."

ვატო არველაძის გუნდი სუპერლიგის 2020/21 წლების სეზონის პირველ მატჩს 13 სექტემბერს საშინაო არენაზე "იენი მალათიასპორის" წინააღმდეგ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 20 /
მონაცემები კი გაქვს შენგელიასაც კი აჯობო არა თუ შოთას, შოთა რაღაც დაბრეცილი იყო, შენ მეტი შეგიძლია, მაგრამ ეტყობა არ ვარჯიშობ საკმარისად.ან ფანტაზიას არ იყენებ.
ddgfdf
02:57 31-08-2020
3
მიზანმიმართული შრომით ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი
მენტალური მომზადების ცენტრი
20:41 30-08-2020
2

სიახლეები პოპულარული