ლაშა დვალმა ნაკრების მატჩების წინ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ფერენცვაროშის" მცველმა ლაშა დვალმა ისევ ტრავმა მიიღო.

ტრავმის მორჩენის შემდეგ დვალი "შტურმთან" სპარინგისას 70-ე წუთზე დაშავდა, შემდეგ მწყობრში ჩადგა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გლაზგოში "სელტიკთან" მოგებული მატჩის (2:1) 86-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, დღეს კი უნგრეთის ჩემპიონატზე "ზალაეგერშეგთან" გასვლითი შეხვედრის (2:1 გაიმარჯვეს) 35-ე წუთზე კვლავ ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

ლაშამ მედპერსონალის დახმარების გარეშე დატოვა მოედანი და იმედი ვიქონიოთ, რომ ტრავმა სერიოზული არაა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგაზე უახლოეს ორ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ
დაეხმარება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტაბიძე სათადარიგოებში იყო.ნაკრების თამაშებისათვის,უკვე მზად იქნება.ნიკა მალიმ, ძალიან სუსტად ითამაშა ევროლიგის მატჩი.ალბათ ტაბიძის დაბრუნება აჯობებს განაცხადში.გამოცდილებაც ხომ რაღაცას ნიშნავს.
სოსო
13:05 31-08-2020
1
ძაან ბევრ ქართველ ფეხბურთელებს სჭირს ეს გაუთავებელი ტრამვები, ნაკრები მთლიანად ვერ შეიკრიბა ვაისის ხელში და არა მარტო ვაისის მწვრთნელობის დროს, რა ჯანდაბაა ვერ გავიგე
irakli
09:07 31-08-2020
0

სიახლეები პოპულარული