როგორც oltumedya.com-ი იტყობინება, თურქული სუპერლიგის ახალწვეულმა "ერზრუმისპორმა" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძეს გაფრთხილების წერილი უკვე გაუგზავნა, რომელშიც წინასწარი შეთანხმების შესრულება მოსთხოვა და მკაცრადაც დაემუქრა.
როგორც თურქული საიტი წერს, ქართველ კიპერს "ერზრუმისპორთან" წინასწარი კონტრაქტი გაუფორმებია, რომლის თანახმადაც, მაკარიძემ საბოლოო ხელშეკრულებას ხელი 8 სექტემბრამდე უნდა მოაწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში თურქები ოფიციალურ წერილს გაგზავნიან ფიფაში და მაკარიძეს 100 000 ევროს გადახდა და 4-თვიანი უთამაშებლობა ემუქრება.
წყაროს ცნობით, გიორგი საქართველოში ჩამოსვლამდე უნდა ჩასულიყო თურქეთში და კონტრაქტზე ხელი მოეწერა, მაკარიძე კი ეროვნულ გუნდს შეუერთდა და 8
სექტემბრამდე ნაკრების დატოვების შანსი, ფაქტობრივად, არ არის, რადგან 5 სექტემბერს გასვლაზე ესტონეთს ვეთამაშებით, ხოლო 8 სექტემბერს - სახლში ჩრდილოეთ მაკედონიას.
ამას გარდა, თურქები თურმე იმასაც გაუნაწყენებია, რომ მაკარიძეს მოლაპარაკებები "ბენფიკასა" და "ალმერიასთანაც" გაუმართავს. სწორედ ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართველი მეკარე "ერზრუმისპორს" შეუერთდება, თურქული კლუბის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი მეკარის დამატება გადაწყვიტა.
მოკლედ, თუ ამ გამოცემის სტატიით ვიმსჯელებთ, ქართველი მეკარის გარშემო საკმაოდ ქაოსური სიტუაციაა. იმედია, გიორგი ყველაფერს მოაგვარებს და ეროვნულ გუნდშიც დამატებითი სტრესის გარეშე ითამაშებს.
პ.ს. ისე ეგეთ ამბებში აქამდეც იყო "შემჩნეული" მაკარიძე.
ბრაგასთან მოუვიდა დაახლოებით მსგავსი ამბავი ( თუ ეს ამბავი სწორია, რასაკვირველია )