კიტეიშვილი გუნდელებისთვის ავტორიტეტია - ოთარი "შტურმის" ვიცე-კაპიტნად აირჩიეს

AutoSharing Option
spox.com-ის ინფორმაციით, გრაცის "შტურმის" კაპიტნად 29 წლის ნახევარმცველი შტეფან ჰიერლანდერი აირჩიეს, ხოლო გუნდის ვიცე-კაპიტანი კი საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ კიტეიშვილი იქნება.

"ოთარ კიტეიშვილი გუნდში ავტორიტეტით სარგებლობს, რისი მიზეზიც მისი კარგი თამაშია", - განაცხადა "შტურმის" სპორტულმა დირექტორმა ანდრეა შიკერმა. 

მოგეხსენებათ, ოთარს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა და საქართველოს ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებში ვერ ეხმარება. 

altლამაზი გოლი თავით, ნახტომში - კიტეიშვილმა სლოვენიურ გუნდს გაუტანა [VIDEO]

altკიტეიშვილი ნაკრების მატჩებს კორონავირუსის გამო გამოტოვებს


მკითხველის კომენტარები / 10 /
ავსტრიაში მალე კარები დაიკეტება,შემდეგი გაჩერება გერმანიის ბუნდესლიგა.ამაზე მშრომელი,პროფესიონალი და მაგარი ფეხბურთელი ბევრი არ გვყავს ქართველებს.ჩემი ფავორიტი ქართველი ფეხბურთელია ოთარი,კვარაცხელიასთან ერთად.ადამიანად თუ არ ვარგიხარ,ვერ ფეხბურთელად ივარგებ.არასოდეს დამავიწყდება თუნდაც სიმბოლური თანხით კვარაცხელიას დახმარება სამეგრელოში კორონას დროს.რესპექტ
საქართველო
00:08 04-09-2020
0
ჩემი აზრით ოთარს უკვე შეუძლია ავსტრის ბუნდესლიგაზე მაღალი დონის ჩემპიონატში თამაში. მე რაც კიტეს თამაშები ვნახე მის თანაგუნდელებს ერთი თავით აღრმატება სათამაშო კლასით.
ზაზა
19:01 03-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული