რუსეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "როტორი" "სპარტაკთან" გამოგონილი თერთმეტმეტრიანით 0:1 დამარცხდა - საბა კვირკველიასთან ბრძოლისას მოსკოველთა თავდამსხმელი ალეკსანდრ სობოლევი საჯარიმოში საკუთარი ნებით წაიქცა, ეს კარგადაც გააფორმა და მსაჯმა ალეკსეი შუკოვმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზელიმხან ბაკაევმა გამოიყენა.
რუსეთის ფეხბურთის კავშირის მსაჯ-ექსპერტთა კომისიამ დაასკვნა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ვოლგოგრადული გუნდის მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა განაცხადა, აკი ვთქვი, სობოლევს არტისტიზმისთვის "ოსკარი" ეკუთვნისო.
მოკლედ, "სპარტაკმა" დაუმსახურებელი 3 ქულა აიღო, აუტსაიდერმა "როტორმა" კი 1 ქულა დაკარგა. როგორც იტყვიან - გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო.
აღნიშნული "წესების დარღვევისთვის" კვირკველიამ ყვითელი ბარათი მიიღო და ალბათ, არც გაუუქმებენ.