ნინუას დებიუტი შედგა - ბერძენი ფანები ქართველს ამხნევებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ნინუამ, გუშინ 5 სექტემბერს სალონიკის პაოკის შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

პაოკი ათენში ადგილობრივ "პანათინაიკოსს" დაუპირისპირდა, ახალგაზრდა ნახევარმცველი კი მოედანზე მეორე ნახევრის დასაწყისში შვაუბის ნაცვლად შევიდა და სრული ტაიმი ჩაატარა.

როგორც ლოგიკური იყო, ნიკას პირველ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, ჯერ ხომ რამდენჯერმე ივარჯიშა გუნდთან ერთად, დიდი ალბათობით, ყველა თანაგუნდელის სახელიც არ იცის...

პაოკის ფანები კი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ქართველს ამხნევებენ და მასზე დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობენ. გულშემატკივართა უმრავლესობა აღნიშნავს, ჯერ სათამაშო რიტმში უნდა ჩაჯდეს, რადგან სულ
ახლახანს დატოვა სამშობლო და ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველ ნაბიჯებს დგამს.

შეხვედრა კი ნინუას გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 39-ე წუთზე აკპომმა გაიტანა. 
მკითხველის კომენტარები / 13 /
და თუ ჰაჩი გვარმა შეიყვანა შეცდომაში ესეიგი გვარი მეგრული ყოფილა მდა,არა?
მდას
12:53 02-11-2020
0
სამტრედია იქვეა აბაშასთან და კოლხეთის მიწა,იქ და შსხვა ადვილებში დისლოცირებულ მეგრული გვარის ხალხი როდესაც წინაპრების საგღეგრძელოს ამბობენ მეგრელ წინაპრების ლოცავენ,თვითონაც არ იცის ბევრმა ეს მაგრამ ასეა,ისინი მეგრული წარსულის გარეშე არ მოსულან დღევანდელ დღემდე...
ბაჩი
12:50 02-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული