"ლოკომოტივის" თავმჯდომარე: ხვიჩაში "რუბინს" 15 მილიონი შევთავაზეთ?

AutoSharing Option
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივმა" "რუბინს" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაში 15 მილიონი ევრო შესთავაზა. ამაზე კომენტარი "ლოკოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი მეშერიაკოვმა გააკეთა.

"ლოკომოტივმა" ხვიჩაში 15 მილიონი შესთავაზა? 100 მილიონი შევთავაზეთ! თუ სერიოზულად, ეს ბოდვაა", -  განუცხადა თავმჯდომარემ championat-ის კორესპონდენტ პაველ ლევკოვიჩს.

კვარაცხელია "რუბინის" გულშემატკივრებმა აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ყაზანური გუნდი 13 სექტემბერს, პრემიერლიგის მეშვიდე ტურში მოსკოვში "დინამოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კმარა სულელური რუსული პოსტების თარგმნა, ვინც ჩახედულია იცის რომ, ხვიჩას და მის აგენტს, ლოკო უფასოდაც არ განიხილავს,
რატი
20:52 10-09-2020
0

სიახლეები პოპულარული