ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ heraldo იტყობინებოდა, რომ "სარაგოსას" სპორტულმა დირექტორმა ლალო არანტეგიმ "ლას პალმასიდან" გადაყვანილი კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხუანხო ნარვაესის პრეზენტაციაზე გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის და მათ შორის, გიორგი პაპუნაშვილის გაშვება დააანონსა. არანტეგიმ განაცხადა, რომ 3 ფეხბურთელი უნდა დაიმატონ, 5 ოქტომბრამდე, ანუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ დროა და მათთვის გუნდში ადგილის გამოთავისუფლებაა საჭირო.
თუმცა მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. კერძოდ, არაგონული გუნდის მწვრთნელი რუბენ ბარახა კმაყოფილი დარჩა პაპუნაშვილის საქმისადმი დამოკიდებულებითა და ამხანაგურ მატჩებში თამაშით და მას თავის გამოჩენის შესაძლებლობას მისცემს. elperiodicodearagon-ის ცნობით,
გიორგის ბელგიური, კვიპროსული, ბერძნული, რუსული და ნიდერლანდური კლუბები იწვევენ და თუ მაინც ნავსაყუდელის გამოცვლა მოუწია, მომგებიან ტრანსფერს განახორციელებენ.
მოკლედ, პაპუნაშვილს დასარჩენად შანსს მისცემენ. 12 სექტემბერს "სარაგოსა" ამხანაგურ მატჩში "ხეტაფეს" დაუპირისპირდება და ვნახოთ, როგორ გამოიჩენს თავს.