კაჭარავა "ლეხთან" კონტრაქტის გასაფორმებლად დღეს პოლონეთში გაფრინდება

AutoSharing Option
goal.philenews-ის ცნობით, "ანორთოსისის" თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა "ლეხთან" ხელშეკრულების გასაფორმებლად დღეს პოლონეთში გაფრინდება.

გამოცემის მტკიცებით, კაჭარავას არ უნდოდა კვიპროსის დატოვება, რადგან იქ თავს კარგად გრძნობდა და მოსაფიქრებლად 2-3 დღე ითხოვა, მაგრამ საქმეში ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჩაერთო და გადაწყვეტილების მიღება დააჩქარებინა, რადგან ტრანსფერის გაჩარხვის ბოლო ვადა 15 სექტემბერია. კაჭარავა "ლეხის" მიერ შეთავაზებულმა პირობებმა დააკმაყოფილა.

ასე რომ, ნიკა შაბათს "ანორთოსისს" "ომონიასთან" დერბიში ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად კი მიხალის მანიასი ან დიმიტრის ხრისტოფი ითამაშებს. კაჭარავა "ლეხში" ერთსეზონიანი იჯარით გადადის, რის შემდეგაც ვროცლავურ
კლუბს მისი კონტრაქტის 250 ათას ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

რაც შეეხება "ლეხს", 12 სექტემბერს, პოლონეთის ექსტრაკლასაზე ვროცლავში "შლიონსკს" დაუპირისპირდება, ხოლო 16 სექტემბერს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე - სტოკჰოლმში "ჰამარბიუს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერი ისტორიული კლუბია.სამეულში ყოველთვისაა პოლონეთში,იმედია გაქაჩავს
master
12:21 11-09-2020
0

სიახლეები პოპულარული