ეს რა იყო?! 1:0, 2:0, 3:0, 4:0, 5:0, 6:0, 7:0... - ქართველების "სან ხოსე" საქვეყნოდ შერცხვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსე ერსქვეიქსმა" MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა და გასვლაზე "სიეტლთან" 1:7 განადგურდა.

ქართველთაგან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილმა მიიღო (64 წუთი), ხოლო გურამ კაშია კალიფორნიელთა განაცხადში არ გახლდათ.

ქართველის გარეშე "სან ხოსეს" დაცვას "ღია კარის დღე" ჰქონდა და მათი თამაშის ფონზე "სიეტლის" შემტევები მსოფლიო დონის ვარსკვლავებად მოჩანდნენ.

59-ე წუთზე უკვე ანგარიში 7:0 იყო, იმის პარალელურად, რომ "ერსქვეიქსის" არგენტინელმა მეკარე ვეგამ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

სამწუხაროდ, ქართველთა გუნდს რეგულარულ სეზონში საქმე კარგად ნამდვილად არ
მისდის. ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგეს, 1 ფრედ ითამაშეს და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თქვენ მანდ ვერ უყურებთ ალბათ სან ჟოზეს თამაშებს, მარამ არც ვაკო სანაკრებო ფორმაში და კაშიამ კი სკამის ფორმა მიიღო. ვაკოს რაც ვუყურებ ძალიან მოსუქებული მეჩვენება და რარომ ათამაშებენ მიკვირს. Dაცვაში არ ჩადის დგას ერთ ადგილზე და ბურთს ელოდება. Vაისი ი მედია არ გამოიძახებს ნაკრებში. ევროპიდან აქ გადაღრძუებული ფეხბურთწელები ჩამოდიან პენსიაზე სათამაშოდ რადგან ევროპული დონის ლიგა არ არის და არც დატვირთვებია იმდენი. ეს ადამიანი კი თავისი კარიერის თითქმის დასაწყისში გადმოვიდა აქ, რაც იმაზე მეტყვ ელებს რომ თვითონ არ შჯეროდა თავისი თავის რომ ევროპაში რამეს მიაღწევდა. ბოდიშით ასე კრიტიკული მიდგომისთვის მაგრამ ასეა
niko
16:52 11-09-2020
0
ყველაზე ბანძი გუნდი მსოფლიოში
L.J.
13:27 11-09-2020
0

სიახლეები პოპულარული