საბა კვირკველია კარიერის დასრულებას აპირებდა...

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური ბატურენკომ "რკინიგზელთა" "როტორში" განათხოვრებულ ქართველ მცველ საბა კვირკველიაზე ისაუბრა.

"კვირკველიას სერიოზული ტრავმა ჰქონდა. პრემიერლიგის ბოლო ტურში, "უფასთან" დაშავდა. შემდეგ კი საქმე გართულდა, კუნთებს ტკივილები "ჭამდნენ". ექიმები რას არ აკეთებდნენ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში სირბილიც კი არ შეეძლო.

გეუბნებით, ვერც კი დარბოდა. ასეთ ტრავმაზე არასდროს არაფერი მსმენია. საბას ამ მდგომარეობიდან გამოყვანას დიდი ხანი ცდილობდნენ. კვირკველია კარიერის დასრულებას აპირებდა. მე და სიომინმა გადავაფიქრებინეთ.

მასზე ამბობენ, ზარმაციაო, მაგრამ სრული აბსურდია. საბას არასდროს არაფერი დაზარებია. კვირკველიას ერთი საოცარი თვისება
აქვს - ყოველთვის 100%-ით თამაშობს. ფეხბურთელებში ასეთი რამ იშვიათია. დიახ, არის ბევრი რამ, რაც არ გამოსდის და არ შეუძლია, თუმცა ბოლომდე იხარჯება და საკუთარ საუკეთესო მხარეებს იყენებს.

საკუთარ კარში გოლის გატანა ცუდია, მაგრამ რამდენჯერ გადაგვარჩინა გაშვებული გოლისაგან? არიან ფეხბურთელები, რომელთა კარიერაში ავტოგოლი არ ყოფილა, თუმცა არც არასდროს გადაურჩენიათ გუნდი. კვირკველია ვიღაცებმა ცოცხლად გაატყავეს, ის კი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია", - განაცხადა ბატურენკომ.

მომზადებულია sport24-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
სუფთა „მზე “ხარ ვიღაცა...ღალატია აბა მა რა ჩემი „მზეა“? კაცი რო პატივს გცემს და მერე რო გთხოვს არ მიმატოვო არ წახვიდეო და შენ მაინც წახვალ მაგარი კაცობაა? “მზე“ ხარ ვიღაცა. შედარებები მოგყავს იცი როგორი? თითი რო „მზეს“ შეადარო ზუსტად ეგეთი
Jordan beli
22:23 11-09-2020
8
პირარად ჩემთვის კვერკველია იქნება თუ კვირვკველია დიდი მნიშვნელობა არა აქ.საბას მე პირადად უდიდეს პატივს ვცემ როგორც ნამდვილ ვაჟკაცს.იმის მერე რაც საბამ სიომინს ამაგი დაუფასა და დღემდე უფასებს ორმაგად ამაღლდა ჩემს თვალში.ყველამ ვიცით რამხელა ორმოდან ამოიყვანა სიომინმა საბა და არც საბა დარჩენილა ვალში.ეს არი ქართველობა და არა ის,რომ ამაგი არ დაეფასებინა და თხოვნის მიუხედავად წასულიყო ლესტერში.ყოჩაღ საბა,გენაცვალე ქართულ გულში.მოღალატე კაცის დედა ვატირეთ.
Jordan beli
18:26 11-09-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული