დავითაშვილი: ნაკრებმა დადებით შედეგს მიაღწია - "კრასნოდარის" დამარცხება შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან "როტორში" დაბრუნებულმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა კლუბის საიტს შემდეგი განუცხადა:

"ნაკრებში დრომ ნაყოფიერად ჩაიარა. მე მხოლოდ ერთ მატჩში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მთავარია დადებით შედეგს მივაღწიეთ - მოგება და ფრე. ახლა უკვე "როტორთან" ერთად "კრასნოდართან" მომავალი შეხვედრისთვის ვემზადები. ვფიქრობ, ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან "კრასნოდარი" ძლიერი გუნდია.

ისევე როგორც ნებისმიერი მეტოქის, მათი დამარცხებაც შეიძლება, თუმცა ძნელი იქნება. სახლში ჩვენ კარგი შედეგი გვჭირდება! ძალიან სასიამოვნოა ასეთი სერიოზული მხარდაჭერის ფონზე თამაში, ამ ატმოსფეროს გარეშე ფეხბურთი არ არსებობს".

"როტორისა" და "კრასნოდარის" მატჩი 13
სექტემბერს გიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ შეფასებიდანაც ჩანს,რომ ჯერ ისევ ბავშვია,ზურიკო.ძალიან ნიჭიერი,მაგრამ მაინც ბავშვი.იმედია, ძალიან სწრაფად დაკაცდება.
სოსო
14:18 12-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული