დავით ხოჭოლავამ შეიძლება "შახტარი" დატოვოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ შეიძლება გუნდი გამოიცვალოს, - იტყობინება ტელეარხ "ფუტბოლის" ჟურნალისტი იგორ ბურბასი:

მისი მტკიცებით, ხოჭოლავას ტრანსფერისა და მარკინიოს სიპრიანოს იჯარაზე დონბასურ კლუბს მიმართეს, ამიტომ გადაწყვიტეს გუნდში უნივერსალ ბოგდან მუტკოს დატოვება, რომელსაც ივლისში "ლეხთან" იჯარა დაუსრულდა და პოლონურმა კლუბმა თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა.

"შახტარი" ეტობა მოვლენების განვითარებას ელოდება და ამიტომ ჯერ ბუტკო განაცხადში არ შეიყვანა.

ხოჭოლავა "შახტარში" 2017 წელს ოდესის "ჩერნომორეციდან" გადავიდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე 49 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შახტარში ვერცერთი ქართველი ტალანტი ვერ განვითარდა,პირიქით ყველამ რეგრესი განიცადა:(
შოთიკო
20:54 12-09-2020
2

სიახლეები პოპულარული