ბელგიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "გენტი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "ეუპენთან".
მწვრთნელმა ბოლონიმ გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ სასტარტოში დააყენა და მე-14 წუთზე გოლის გატანა შეეძლო. მან დრიბლინგით ლამის მთელი მოედანი გაიარა, მაგრამ მეკარემ გატანა არ დაანება. მას მეორე ტაიმშიც ჰქონდა მომენტი, როდესაც საჯარიმოს გარედან დაარტყა ბურთი, თუმცა სუსტად და მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.
მასპინძლებმა კი 35-ე და 53-ე წუთებზე გაიტანეს გოლები და დაწინაურდნენ. 63-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაკვეტაძის წამოწყებული კომბინაცია კუმსმა გოლით დააგვირგვინა. სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს და სწორედ მაშინ მიიღო მეორე ყვითელი
ბარათი მათმა მცველმა ნგადეუმ და გააძევეს.
გიორგი 81-ე წუთზე მბაიომ შეცვალა. ის თანდათან შედის ფორმაში, ჯერ კი საბრძოლველად ძალა აშკარად არ ჰყოფნის.
და კიდევ: უკრაინელმა თავდამსხმელმა იარემჩუკმა ბოლონი გააკრიტიკა და დაისაჯა კიდეც. ის რუმინელმა სათამაშოდ არ წაიყვანა და არც მისი თანამემამულეები პლასტუნი და ბეზუსი შეუშვა მოედანზე. შედეგად, იარემჩუკმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.
15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში "გენტი" "რაპიდს" უმასპინძლებს.