ჩაკვეტაძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა - "გენტში" მონასტერი აირია

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "გენტი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "ეუპენთან".

მწვრთნელმა ბოლონიმ გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ სასტარტოში დააყენა და მე-14 წუთზე გოლის გატანა შეეძლო. მან დრიბლინგით ლამის მთელი მოედანი გაიარა, მაგრამ მეკარემ გატანა არ დაანება. მას მეორე ტაიმშიც ჰქონდა მომენტი, როდესაც საჯარიმოს გარედან დაარტყა ბურთი, თუმცა სუსტად და მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

მასპინძლებმა კი 35-ე და 53-ე წუთებზე გაიტანეს გოლები და დაწინაურდნენ. 63-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაკვეტაძის წამოწყებული კომბინაცია კუმსმა გოლით დააგვირგვინა. სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს და სწორედ მაშინ მიიღო მეორე ყვითელი
ბარათი მათმა მცველმა ნგადეუმ და გააძევეს.

გიორგი 81-ე წუთზე მბაიომ შეცვალა. ის თანდათან შედის ფორმაში, ჯერ კი საბრძოლველად ძალა აშკარად არ ჰყოფნის.

და კიდევ: უკრაინელმა თავდამსხმელმა იარემჩუკმა ბოლონი გააკრიტიკა და დაისაჯა კიდეც. ის რუმინელმა სათამაშოდ არ წაიყვანა და არც მისი თანამემამულეები პლასტუნი და ბეზუსი შეუშვა მოედანზე. შედეგად, იარემჩუკმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.

15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში "გენტი" "რაპიდს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ისეთი პირი უჩანს გენტი გავარდება ქვედა ლიგაში
aslan
12 სექტემბერი 2020 19:05
3
ჩაკვეტაძე არაა სუპერ მონაცემების ფეხბურთელი.
გენა
12 სექტემბერი 2020 19:01
21
ოეე, კრაკადილ.. ვინ თქვა სუპერ მონაცემები აქვსო? ძალიან კარგი ბიჭია და ძალიან კარგი მონაცემები აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ.
ითამაშებს და თავის თავსაც გამოადგება, გუნდსაც, ოჯახსაც და ქვეყანასაც.
თუ არა და არც ეგაა შენი საქმე რას იზამს
ოეეე
12 სექტემბერი 2020 21:30
0
საბურთალოს ფეხბურთელი ჭანტურია გიორგი დაჭრესო თუ გაქვთ ინფორმაცია რაიმე ?
გოგა
12 სექტემბერი 2020 15:01
1
ფეხბურთს ეგ აღარ თამაშობს და ძველბიჭობაღა დარჩა
გენა
12 სექტემბერი 2020 18:59
1
ვიღაცა სწერდა,გენტში ძველი მწვრთნელი,ტორუპიც დააბრუნეს და ახლა ორნი ერთად გაწვრთნიანო გუნდს.ეს კარგს არაფერს მოასწავებს,არც ჩვენთვის და არც კლუბისათვის.
სოსო
12 სექტემბერი 2020 14:24
1
გიო თვალ ყურს გადევნებ არახარ ძველი გიო გთხოვ მოიდობე მაქსიმუმი დადე მიდორზე არ შეუშიდე ტრამვას არ იფქრო თორე ურესია მაგაზე რო იფქრებ დანახე ყველას რო შეგიძლია დიდი ფეხბურთის თამაში ჯერ ახალ გაზრდა ხარ წინ გაქვს კარიერა არ შენელდე გაგძელე ზრდა გუშინ უყურებდი შენ თამაშს ძან ფრტხილობდი იმედი მაქვს ძველი გიორგი დაგვბრუდები რაც უფრო მალეშეხვალ ფორმაში მით უკეთესია ჩვენი ნაკრებისთვის მერე ევროპა გველოდება აქ შემოხვალ და წაიკთხავ გთხოვ გთხოვ არ დანებდე მიაწექი ბოლომდე წარმატებები
qomagi
12 სექტემბერი 2020 13:00
2
ეგ კარგი მომენტი თვითონვე შექმნა და ძალიან მაგრადაც. ზოგადადაც არა უშავდა. ანუ ნელ-ნელა იქაცება. თუმცა იმ მომენტში რატომ ვეღარ გაიტანა, ვერ მივხვდი...
ვვვ
12 სექტემბერი 2020 11:19
0
იმდენი ვწერეთ, ვაქეთ სანამ არ გაითვალა ბიჭი.
kaxi
12 სექტემბერი 2020 10:24
1
მხეცი ხარ გიორგი!!! მთელი საქართველო შენი და ხვიჩას იმედით ვართ! ჯაბა წინაღმძღოლობდეთ ბიჭებს!!!!!
მიდი გიო
12 სექტემბერი 2020 10:13
1
ფორმაში ჩაჯდეს მთავარია 1 თვეში შევა ფორმაში თუ ასე გაგრძელებს სტაბილურად თამაშს მწვრთნელი ამ ეტაპზე ენდობა ,მაგრამ ყველაზე საშიში ისაა ,რომ თუ გიო უახლოეს თამაშებში ან გოლებს ან საგოლე გადაცემებს არ გაკეთებს შეიძლება ამ მწვრთნელმაც გადასვას სკამზე და აუცილებლად უნდა მოინდომოს შედეგის თვალსაზრისით. ყველა მწვრთნელი ორიენტირებულია შედეგზე და განსაკუთრებით ევროპაში
გიო
12 სექტემბერი 2020 01:56
1
რამდენიმე მიზეზის გამო არ მგონია დასვან

1. დავიდი წავიდა. ახლა სხვა ტაქტიკას თამაშობენ სადაც გამთაშებელს
მეტი როლი აქვს
2. გიოს სტილის გამთამაშებელი სხვა არ ჰყავთ. თუ დააკვირდები შემცვლელები ძირითადად თავდამსხმელები არიან, მაგალითად დეპუატრე და ბეზუსი
3. გიოს ფორმაში შესვლით ფინანსურად არიან პირველ რიგში დაინტერესებული. აწყობთ წელს ათამაშდეს და სეზონის ბოლოს გაყიდონ ნორმალურ თანხაში. ასაკი თუ მოემატა მერე ფასი კლებას დაიწყებს

პ.ს. რა თქმა უნდა ეს სამი პირობა არ აძლევს ჩაკვეტაძეს მშვიდად ყოფნის საშუალებას. თავის გასაკეთებული უნდა გააკეთოს.
არ მგონია დასვან
12 სექტემბერი 2020 02:33
1
ნელ-ნელა ფიზიკურ გამძლეობას და სისწრაფეს დაიბრუნებს და მერე ტექნიკის უპირატესობასაც უკეთესად გამოიყენებს. მთავარია ტრამვებმა აღარ გატანჯოს და ერთ თვეში შევა მაგარ ფორმაში
კარგია რომ ენდობიან
12 სექტემბერი 2020 01:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული