მომღერალი ფირცხალავა: ჯანომ "მაყუთზე" უარი თქვა - ამას რომელი ფეხბურთელი გააკეთებდა?

AutoSharing Option
"როტორიდან" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის წასვლას რუსულ პრესაში ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. ფეხბურთელს რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გამოექომაგა.

"მაოცებს ზოგიერთის კომენტარი. ამ პატიოსანმა ადამიანმა თავისთვის არასასიამოვნო პერიოდში "მაყუთზე" უარი თქვა. თქვენგან, "კომენტატორებიდან" ვის გაუკეთებია ცხოვრებაში მსგავსი რამ? მას კონტრაქტი გაუფორმეს, ტრავმა მიიღო და თავად გახდა ხელშეკრულების გაწყვეტის ინიციატორი, მაშინ, როდესაც კლუბს შეთანხმების პირობები უნდა შეესრულებინა.

ფეხბურთის ისტორიაში ძნელია ვინმეს ასეთი წესიერი საქციელი გაიხსენო, არამარტო რუსულში, არამედ მსოფლიოში. მოდით, ვაღიაროთ, თქვენს გუნდში 30 წლის მ
ანძილზე ასეთი ფეხბურთელი არ გყოლიათ! ზოგის კომენტარები ან ფულით შეკვეთილია ან არაადეკვატური.

"როტორი" კი ბრენდია, რომელიც რაღაც მიზეზის გამო თქვენმა "ბანდოსებმა" ჩაძირეს, ახლა თანდათან აღდგენას იწყებს, მაშ მხარი დაუჭირეთ კლუბსა და ხელმძღვანელობას და იმით გაიხარეთ, რომ არიან ისეთი პატიოსანი ბიჭები, რომლებიც ტრავმის მიღების შემდეგ არ ზიან სათადარიგოთა სკამზე და არ იღებენ "მაყუთს", როგორც ამას მსოფლიოს ფეხბურთელთა 100% აკეთებს. შესძელით გაარჩიოთ სიკეთე მომხმარებლობისაგან. რა თქმა უნდა, თუ თქვენ აქ კომენტარებს შეკვეთით არ აქვეყნებთ. მშვიდობა ყველას!

ჯანო! შენ არამარტო ფეხბურთელი, არამედ პირველ რიგში ჩემს თვალში ადამიანი და პიროვნება ხარ. ეს საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს აზრს შენზე - ჯიმა (მეგრულად ძმაო - რედ.), Maximum respect! შენს დაბრუნებას ველით, მე და ჩემი პატარები თვალს გადევნებთ“, - წერს ფირცხალავა ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯანომ ფეხბურთზე თქვა უარი.
რატი
14:43 13-09-2020
1
ჯანომ თქვა,რომ მუხლის პრობლემა ქონდა კონტრაქტის გაფორმების დროს და შეთანხმებული იყო,თუ ვერ ითამაშებდა ფულსაც არ აიღებდა და კონტრაქტსაც გაწყვეტდდა. რეალური მიზეზი შესაძლოა სხვა არის,რუსულმა მედიამ დაწერა ამის შესახებ და რამდენად მართალია ვერ გეტყვით. როტორი ფულის გათეთრებაში და ფეხბურთელების ხელფასის გაბერვაში დადანაშაულა,რომლის თაობაზე აღძრულია საქმე. პრესაში მოხსენიებულია ჯანოც,რომლის ხელფასი მილიონი რუბლი უნდა ყოფილიყო და მილიონ შვიდასიათასია. სქემა ასეთია:ფეხბურთელებს უხდიან დიდ ხელფასს,რომლის ნაწილსაც ეს ფეხბურთელები უკან აბრუნებენ. სხვა ქართველებზეც არის საუბარი ხსენებულ სტატიაში.იმედი ვიქონიოთ,რომ ტყუილია ეს ინფორმაცია,მაგრამ რუსეთს ეხება საქმე და ყველაფერი მოსალოდნელია მანდ. ჯანოს რაც შეეხება,გამოჯამრთელება და მალე ახალი კლუბის მოძიება ვუსურვოთ. ისე ხელფასი თუ აიღო ღმერთმა შეარგოს. ქართველი გულშემატკივარი მადლიერი იქნება ყოველთვის ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და ყოველთვის ეწყინება ამ ბიჭის ცუდი და გაეხარდება მისი წარმატება. წარმატება ყველა ქართველ სპორტსმენს თორნიკე შენგელიას გარდა.
სიამრთლეს თვალი უნდა გაუსწორო
07:32 13-09-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული