მომღერალი ფირცხალავა: ჯანომ "მაყუთზე" უარი თქვა - ამას რომელი ფეხბურთელი გააკეთებდა?

AutoSharing Option
"როტორიდან" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის წასვლას რუსულ პრესაში ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. ფეხბურთელს რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გამოექომაგა.

"მაოცებს ზოგიერთის კომენტარი. ამ პატიოსანმა ადამიანმა თავისთვის არასასიამოვნო პერიოდში "მაყუთზე" უარი თქვა. თქვენგან, "კომენტატორებიდან" ვის გაუკეთებია ცხოვრებაში მსგავსი რამ? მას კონტრაქტი გაუფორმეს, ტრავმა მიიღო და თავად გახდა ხელშეკრულების გაწყვეტის ინიციატორი, მაშინ, როდესაც კლუბს შეთანხმების პირობები უნდა შეესრულებინა.

ფეხბურთის ისტორიაში ძნელია ვინმეს ასეთი წესიერი საქციელი გაიხსენო, არამარტო რუსულში, არამედ მსოფლიოში. მოდით, ვაღიაროთ, თქვენს გუნდში 30 წლის მ
ანძილზე ასეთი ფეხბურთელი არ გყოლიათ! ზოგის კომენტარები ან ფულით შეკვეთილია ან არაადეკვატური.

"როტორი" კი ბრენდია, რომელიც რაღაც მიზეზის გამო თქვენმა "ბანდოსებმა" ჩაძირეს, ახლა თანდათან აღდგენას იწყებს, მაშ მხარი დაუჭირეთ კლუბსა და ხელმძღვანელობას და იმით გაიხარეთ, რომ არიან ისეთი პატიოსანი ბიჭები, რომლებიც ტრავმის მიღების შემდეგ არ ზიან სათადარიგოთა სკამზე და არ იღებენ "მაყუთს", როგორც ამას მსოფლიოს ფეხბურთელთა 100% აკეთებს. შესძელით გაარჩიოთ სიკეთე მომხმარებლობისაგან. რა თქმა უნდა, თუ თქვენ აქ კომენტარებს შეკვეთით არ აქვეყნებთ. მშვიდობა ყველას!

ჯანო! შენ არამარტო ფეხბურთელი, არამედ პირველ რიგში ჩემს თვალში ადამიანი და პიროვნება ხარ. ეს საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს აზრს შენზე - ჯიმა (მეგრულად ძმაო - რედ.), Maximum respect! შენს დაბრუნებას ველით, მე და ჩემი პატარები თვალს გადევნებთ“, - წერს ფირცხალავა ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯანომ ფეხბურთზე თქვა უარი.
რატი
13 სექტემბერი 2020 14:43
1
ჯანომ თქვა,რომ მუხლის პრობლემა ქონდა კონტრაქტის გაფორმების დროს და შეთანხმებული იყო,თუ ვერ ითამაშებდა ფულსაც არ აიღებდა და კონტრაქტსაც გაწყვეტდდა. რეალური მიზეზი შესაძლოა სხვა არის,რუსულმა მედიამ დაწერა ამის შესახებ და რამდენად მართალია ვერ გეტყვით. როტორი ფულის გათეთრებაში და ფეხბურთელების ხელფასის გაბერვაში დადანაშაულა,რომლის თაობაზე აღძრულია საქმე. პრესაში მოხსენიებულია ჯანოც,რომლის ხელფასი მილიონი რუბლი უნდა ყოფილიყო და მილიონ შვიდასიათასია. სქემა ასეთია:ფეხბურთელებს უხდიან დიდ ხელფასს,რომლის ნაწილსაც ეს ფეხბურთელები უკან აბრუნებენ. სხვა ქართველებზეც არის საუბარი ხსენებულ სტატიაში.იმედი ვიქონიოთ,რომ ტყუილია ეს ინფორმაცია,მაგრამ რუსეთს ეხება საქმე და ყველაფერი მოსალოდნელია მანდ. ჯანოს რაც შეეხება,გამოჯამრთელება და მალე ახალი კლუბის მოძიება ვუსურვოთ. ისე ხელფასი თუ აიღო ღმერთმა შეარგოს. ქართველი გულშემატკივარი მადლიერი იქნება ყოველთვის ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და ყოველთვის ეწყინება ამ ბიჭის ცუდი და გაეხარდება მისი წარმატება. წარმატება ყველა ქართველ სპორტსმენს თორნიკე შენგელიას გარდა.
სიამრთლეს თვალი უნდა გაუსწორო
13 სექტემბერი 2020 07:32
8
ამ კაცს ვაკრიტიკრბთ მარა , მოდი სიმართლე ვთქვათ! იმიტომ კი არ ვაკრიტეკებთ რომ ცუდად ითამაშა, არამედ იმიტომ რომ ტრამვიანია, ! კი მარა გიჟი ხომ არაა? რა ძალით იღებს ამ ტრავმვას , თუ რაშია საქმე?? თვითონაც ხო იტანჯება ამ პრობლემით?!/ სპარტაკიდან კიდე ფული იმიტომ უნდა არღო ჩემო კარგო რომ სპარტაკის თამაშზე და სპარტაკის ვარჯისზე მიიღო დაზიანება, და აბა არ უნდა აეღო??? როტორთან კიდე კაცმა ერთი თამაში არ ჩაატარა და აქედან გამომდინარე არ აიღო ხელფასი, რაც მის კაიკაცობაზე მეტყველებს.../ სხვათაშორის ვერც მე ვიხსენებ რედონდის და არველაძის მეტს , რო ხელფასზე უარი ეთქვათ.../
Vasili
13 სექტემბერი 2020 00:55
0
1. ჯანოს კაცობაზე ნამდვილად მეტყველებს ნაკრების არჩევის საკითხი, მე ასეთი ფოცხვერია მახსოვს მხოლოდ საქართველოს ისტორიაში.
2. ხელფასზე უარის თქმა ხაზს უსმევს მის კაცურ თვისებეს. ასეთი მაგალითი მე მხოლოდ ორი ვიცი: შოთა არველახე ტრაბხოსსფორი და რედონდო ტომელმაც ხელფასის ნახევარზე თქვა უარი.
ფირცხალავაც კაცია ასეთ დროს რო გვერდი უდგას თანამემამულეს და ზოგივით არ თხუნელობს.
Ziz
12 სექტემბერი 2020 23:10
0
ყველაფერში ცუდს როგორ ეძებს ზოგ-ზოგიერთი.ასეთ ხალხს

ვერაფერი ვერ შეცვლის.გულით მეცოდებიან ასეთები რომ არიან.
კახა ქ.
12 სექტემბერი 2020 22:06
0
ჯანომ თავის დროზე როცა რუსეთის სახელით გამოსვლისთვის დიდი თანხა შესთავაზეს არდათანხმდა ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა გული მწყდება სუბიექტურმა თუ ობიექთურმა მიზეზებმა ხელი შეუშალეს ბოლომდე გამოევლინა დიდი ტალანტი ბევრი მაგის საყურებლად დადიოდა სტადიონზე სუბოექტურ მიზეზში იგულისხმებოდა არამარტო ის რომ ხშირად იბლოკებოდა მწვრთნელების მხრიდან და ასევე თვითონაც დააკლო რეჟიმს სტაბილურობას
Kaxs
12 სექტემბერი 2020 21:56
3
სპარტაკთან ტრამვა არ გახსენებია და........
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
12 სექტემბერი 2020 21:37
16
ეჰ,ჯანო,ჯანო. ამდენი ტრამვა რა უბედურებაა.სწორი კვება გჭირდება "ჯიმა"
ALONZO
12 სექტემბერი 2020 20:44
0
ამის გაკეთება ყველანაირად გახრწნილ პოსტსაბჭოთა სივრცეში სადაც ზოგიერთი მერი ხალხის ფულით ვითომ "მილიონიან" ნაძვის ხეს ყიდულობს სრულ იდიოტიზმად მიმაჩნია.ვის ფულს გაუფრთხილდა რუსულ ვოლგოგრადის როტორს? პატიოსნების დამტკიცება თუ უნდოდა ის თანხა გაჭირვებული სანათესაოსთვის დაერიგებინა ან დაავადებული ბავშვების რომელიმე ფონდში ჩაერიცხა.ალბათ აჯობებს თვითონ განმარტოს სინამდვილეში ამ საქციელის მიზანი.უფრო მგონია აიძულეს.
ვერ ამიხსნია
12 სექტემბერი 2020 20:16
38
კაცი სიკეთეს სხვისი გულისათვის კი არ აკეთებს,არამედ თავისათვის.ის თვითონ იღებს ამით კმაყოფილებას.უნამუსოების გარემოცვაში,წესიერი კაცი ყოველთვის დაჩაგრულია,მაგრამ ის მაინც წესიერად მოიქცევა.მას სხვანაირად არ შეუძლია.ნოდარ დუმბაძეს აქვს შუბლის ძარღვზე ნათქვამი და მიხარია,ჯანოს ეს ძარღვი ჯერაც რომ არ გასწყვეტია.
სოსო
13 სექტემბერი 2020 13:25
0
ყოველთვის მომწონდა და პატივს ვცემდი ჯანოს. ეხლა კი მადლობა ირაკლი ფირცხალავას.
საბა
12 სექტემბერი 2020 19:18
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული