ჯანო ტრავმის გამო "როტორთან" კონტრაქტს გაწყვეტს

AutoSharing Option
championat-ის ცნობით, ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "როტორთან" ხელშეკრულებას გაწყვეტს.

"ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ნახევარმცველს უახლოეს ხანში ტრავმა მოედანზე გასვლის საშუალებას არ მისცემს. ანანიძემ გადაწყვიტა პატიოსნად მოიქცეს კლუბის წინაშე და კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლგოგრადულ კლუბთან ქართველ ნახევარმცველს ხელშეკრულება 2021 წლის 20 მაისამდე აქვს გაფორმებული. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 1.7 მილიონი რუბლია (22 350 დოლარი). გოლი+პასის სისტემით 10 ქულის მოგროვების შემთხვევაში ის პრემიის სახით დამატებით 1 მილიონ რუბლს მიიღებდა", - იტყობინება გამოცემა.

ვოლგოგრადის "პრავდა" გვამცნობს, რომ ანანიძე მოსკოვში გამოცდილი
ფიზიოთერაპევტის ხელმძღვანელობით სპეციალური პროგრამით ემზადება.

ის "როტორში" აგვისტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მაგაზე მეტი თუ გაგიკეთებიათ ვინმეს ბოდიშს მოგიხდით, დანარჩენებმა დააყენეთ ერთი ადგილი და ნუ ხართ ყველაფრის პროფესორები
პროფესორებო
23:49 12-09-2020
2
ადამიანურად მეცოდება ეს ბიჭი მხოლოდ (სპორტული თვალსაზრისით რათქმა უნდა)
ემიგრანტი
15:51 12-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული