ყაზახეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ელგუჯა ლობჯანიძის "კაისარი" ალმა-ატიში 1:2 დამარცხდა ლიდერ "კაირატთან".
ანგარიში მატჩის 44-ე წუთზე ლობჯანიძემ გახსნა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე მე-4 გოლი გაიტანა. თუმცა, მასპინძლებმა 72-ე და 90+2-ე წუთებზე მოახერხეს მეტოქის კარის დალაშქვრა და გაიმარჯვეს.
"კაისარი" 13 ქულით მე-4 ადგილზეა და 17 სექტემბერს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში კვიპროსის "აპოელს" უმასპინძლებს.