ჯანო: მეგონა ნაკრებს დავემარებოდი, ფეხბურთის თამაში ძალიან მინდა...

AutoSharing Option
ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვოლგოგრადის "როტორთან" კონტრაქტი გაწყვიტა და გუნდიდან წამოსვლის წინ კლუბის პრეს-სამსახურთან კომენტარი გააკეთა.

"როცა კვიპროსიდან საქართველოში დავბრუნდი, მუხლი უკვე მაწუებდა. შემდეგ კარანტინი დაიწყო და სრულფასოვანი რეაბილიტაციის შესაძლებლობა აღარ მქონდა. თბილისში ჩავიკეტე და ვერც ვვარჯიშობდი. რამდენიმე ქართულმა და კვიპროსულმა კლუბმა თანამშრომლობა შემომთავაზა. ამ დროს ჩემმა აგენტმა "როტორის" ვარიანტი შემომთავაზა, მე მაშინვე ვაცნობე კლუბს პრობლემის შესახებ და ვთქვი, რომ ვცდიდი.

ძალიან მინდა ფეხბურთის თამაში! საქართველოს ნაკრებს შემოდგომაზე ერთა ლიგის გათამაშება უნდა დაეწყო და მჯეროდა, რომ ამ დროისთვის ფორმას აღვიდგენდი,
"როტორისა" და საქართველოს ნაკრებისთვის სარგებლის მოტანას შევძლებდი.

მე ერთი პირობა მქონდა: თუ 100%-ით მზად ვიქნებოდი, მაშინ ვცდიდი თამაშს, თუ არა და კლუბისგან არაფერი მინდოდა და კონტრაქტს გავწყვეტდი. საქმე ფულში არაა, რუსეთის პრემიერლიგას კარგად ვიცნობ. ფეხბურთელად აქ ჩამოვყალიბდი და ძალიან მინდოდა დაბრუნება.

აგვისტოში გუნდს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით მოსკოვში გავემგზავრე და ინდივიდუალურად პირად მწვრთნელთან ვვარჯიშობდი. მასთან ჯერ კიდევ "სპარტაკში" თამაშისას ვთანამშრომლობდი, ვოლგოგრადში კი ასეთ პირობებს ვერავინ შემიქმნიდა. შევთანხმდით, აგვისტოს ბოლოს თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა, დავბრუნდებოდი და მთლიან ჯგუფს შევუერთდებოდი.

ულტრაბგერითი გამოკვლევა და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩავიტარე და გამოჩნდა, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც მინდოდა. მუხლი ისევ მაწუხებს და შესაძლოა, ოპერაცია დამჭირდეს. კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ამიტომ მივიღე.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის ხელმძღვანელობას, სამწუხაროდ, გუნდის დახმარება ვერ შევძელი.

ვიტყვი, რომ როგორი მხარდაჭერაც "როტორს" აქვს, ასეთი რამ ქვეყნის 4-5 კლუბში თუ მინახავს. ეს დაუჯერებელია! ძალიან მინდოდა ასეთი ტრიბუნების წინ თამაში, თუმცა არ გამოვიდა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. იმედი მაქვს, ისევ შევხვდებით!,"- თქვა ჯანომ.

altმომღერალი ფირცხალავა: ჯანომ "მაყუთზე" უარი თქვა - ამას რომელი ფეხბურთელი გააკეთებდა?

მკითხველის კომენტარები / 9 /
გამოჯმრთელებას გისურვებ! დაიტანჯა იმენა ტიპი
ბაჩო
13 სექტემბერი 2020 13:35
0
სანამ ამაზრზენ კომენტარებს დაწერენ მინდა გყლწრფელად თანავუგრძნო ჯანოს.. მას მამა რაც გარდაეცვალა მას ძემდეგ კიდევ უფრო აერია კარიერა, ძალიან ცუდი პერიოდი უდგას ცხოვრებაში.. რაც არ უნდა მარადპერსპეწტიული ეძახონ ადამკანია ბოლო ბოლო და ჩემი აზრით ნამდვილად დიდი ნიჭის მქონე ბიჭია მოედნის ხედვითა და დაყენებული უმაგრესი დარტყმით.. ჯანო ჩვენ გვჯერა შენი და იმედჯა ნამდვილად დაგვიბრუნდები მალე...
მევარმე
13 სექტემბერი 2020 12:45
1
გეთანხმები(შევდომით დავამინუსე თქვენი კომენტარი)
L.J.
13 სექტემბერი 2020 19:48
0
სამწუხარო მაგალითი იმისა ,რომ ჩვენ როგერც ქვეყანას არ შეგვიძლია მოვუაროთ ჩვენს ნიჭიერ შვილებს ბავშვობის ასაკიდან დაწყებული მათი კარიერის ბოლომდე
ილია
13 სექტემბერი 2020 14:38
5
მე როგორც რიგითი ქართველი ბევრჯერ აღფთოვანებულვარ შენით როგორც ფეხბურთელის და პიროვნებით მიუხედავად შენი მცირე ასაკისა
ასერომ იცოდე ჯანო ჩვენ კიდევ ველით შენ წარმატებებს სპორტში და საერთოთ ცხოვრებაში
შეგეწიოს ღმერთი
იბერიელი68
13 სექტემბერი 2020 18:45
0
ფეხბურთით არ იწყება და არ მთავრდება ცხოვრება. ჯანოს ცხოვრების დიდი გზა ჯერ კიდევ წინ აქვს, ამიტომ ჯანმრთელობა უპირველესია. მადლობა და წარმატება ყველგან და ყველაფერში ვალმოხდილ ქართველს ვაჟკაცს.
ჟორა
13 სექტემბერი 2020 17:13
0
ოფიციალური მილიონერი ხარ ჯანო,იყიდე ახლა რომელიმე ქალაქᲨი მიწა ააᲨენე რამოდენიმე მოედანი და გახსენი ფეხბურᲗის აკადემია.
ზურა
13 სექტემბერი 2020 19:02
2
ჯანოს ის აქვს რაც ბევრ ქართველ ფეხბურთელს არ აქვს კლასი და სფეხბურთო ინტელექტი რაზეც ასაკი არ მოქმედებს ვინ იყო მაკედონიასთან საუკეთესო კანკავა 34 წლის ყაზახეთში მოთამაშე ფეხბურთელი აქედან გამომდინარე მთავარია გამოჯამრთელდეს ფორმაში ჩადგეს და ითამაშოს სადმე არ უნდა აიცრუს გული ფეხბურთზე წარმატებები ჯანოს და გამოჯამრთელებას ვუსურვებ.
გელა
13 სექტემბერი 2020 18:35
0
როცა გამოჯამრთელდება ჩამოვიდეს საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს ერთი სეზონი მაინც ჩადგეს ფორმაში და წავიდეს შემდეგ სხვაგან ჯანო ახლა ისეთ ასაკშია რომ 4-5 წელი კიდევ შეუძლია თამაში მთავარია ფორმაში ჩაჯდეს და ჯამრთელად იყოს თორე კლასი ჯანოს ნამდვილად აქვს და არ დაკარგავს არსად სადაც იქნება.
გელა
13 სექტემბერი 2020 18:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული