რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "რუბინმა" მოსკოვში 1:0 დაამარცხა "დინამო". გოლი ყაზანელმა დესპოტოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტით 31-ე წუთზე გაიტანა.
43-ე წუთზე ხვიჩას მეტოქე გუნდის ფეხბურთელი პარშივილიუკი შეეჯახა, სავარაუდოდ, ცხვირი გაუტეხა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ის ანალოგიური ტრავმის გამო გასულ სეზონში სახის დამცავი ნიღბით თამაშობდა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა დედაქალაქელთა ორი და ყაზანელთა ერთი ფეხბურთელი გააძევა.
"რუბინი" 11 ქულით მეოთხე ადგილზეა და 20 სექტემბერს "სპარტაკს" უმასპინძლებს. მოსკოვის "დინამო" კი ასევე 11 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 17 სექტემბერს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.