სლუცკი: ხვიჩას შერყევა აქვს - გაუტეხეს თუ არა ცხვირი, მოგვიანებით გავიგებთ

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით 1:0 დაამარცხა მოსკოვის "დინამო". ხვიჩას 15 წუთის განმავლობაში ორჯერ ჩაარტყეს ცხვირში და 43-ე წუთზე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ნამატჩევს ქართველი გარემარბის მდგომარეობაზე კომენტარი ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:

- როგორაა ხვიჩა. არის თუ არა მონაცემები მისი მდგომარეობის შესახებ?
- შერყევა მიიღო, ცხვირი აქვს დაზიანებული. რა ხარისხის შერყევა აქვს და გაუტეხეს თუ არა ცხვირი, ჯერ ვერ გეტყვით. შერყევა ღრმა ნამდვილად არ არის, რადგან ფეხზე დგას. გატეხილი აქვს თუ არა ცხვირი, მხოლოდ რენტგენის სურათის
გადაღების შემდეგ გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
შერყევის დიაგნოზი სლუცკის დასმულია და არა სპეციალისტის, ასე, რომ თავი მაღლა, ნუ ჩამოუშვით ცხვირი, ხვიჩაც ითამაშებს და ბელორუსებსაც მოვუგებთ, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, პროგნოზი არ უნდა აკეთოს, რადგან სხვასაც არ გადადოს თავის პესიმიზმი.
ჟორა
14 სექტემბერი 2020 12:18
0
იმის გაფიქრებაც არ მინდა რომ ხვიჩამ შესაძლოა ბელარუსთან ეპოქალური მნიშვნელობის მატჩი გამოტოვოს.იმედია მანამდე ჩადგება მწყობრში.
ქობულეთიდან
14 სექტემბერი 2020 11:22
0
3 კვ შერყევიდან? ალბათ ბელორუსს გამოტოვებს(( რომც მოინდომოს კლუბი არ მისცემს უფლებას, არ გარისკავს, სულ არ კიდია შენი ნაკრები, ვერც გაამტყუნებ((
სანდრო
14 სექტემბერი 2020 10:49
5
მთავარია ბელორუსთან თამაშისთვის იყოს მზად!!! 8 ოქტომბერი საქართველოს ფეხბურთისათვის ისტორიული დღეა... სრული მობილიზება, ყურადღება და დაკვირვება გვმართებს ამ თამაშში!!!
tngh
14 სექტემბერი 2020 09:31
0
ეხლა მაგ ნაბ....არს უნდა დაუცხრილოს ფეხები ვინმემ, შეიკრიბოს მაყუთი და ვიღაც შეასრულებს უეჭველი... ან ცხვირი გაუტეხოს და დანარჩენები მოერიდებიან მის დამტვრევას, არადა დაგვიმტვრევენ გალაქყიკის ვარსკვლავს, დაგვიმტვრევენ! და გავგიჟდებით ყველა....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
13 სექტემბერი 2020 23:34
7
გასაგები მიზეზების გამო ხვიჩას და რუბინს იმდენად დატვირთული კსლენდარი აქვთ რომ თუ გამოტოვა 1 ტური ეს პირიქით სასიკეთოდ იმოქმედებს მის სათამაში კონდიციებზე. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხვიჩა საქართველოს მთავარი იმედია როგორც ბელარუსთან თამაშის და ევრო 2020-ზე მოხვედრის თვალსაზრისით ისე ზოგადად ჩვენი ფეხბურთის განვითარების კუთხით უახლოეს წლებში. ხვიჩას დამატებული ფორმააღდგენილი ჩაკვეტაძით და გარკვეულწილად ხვიჩას ჩრილშიმოქცეული ზურიკო დავითადვილით საქართველოს ნაკრები ნამდვილად არ იქნება სტატისტის როლში ევროპის ჩემპიონატზე და მეტიც, ამ ბიჭებს (და სხვებსაც) აქვთ არა უბრალოდ შანსი არამედ რეალური შესაძლებლობა დაიქუხონ მსოფლიოს მასშტაბით. თუ ეს ბიჭები ფორმაში იქნებიან ვერანაირი ბელარუსი/მაკედონია/კოსოვო ვერ შეგვიშლის ხელს ევროპირველიბაზე მოსახვედრად. და თუ ყვეკაფერი ასე მოხდა, ევრო 2020-ის შემდეგ ჯერ ეს სამეული მიხვდება ტოპ 5-ის საუკეთესო კლუბებში და მათ განაკვალებზე სხვებიც....

პ.ს. ქინქლაძე, ქეცბაია, არველაძეების და შემდგომ კალაძე, კობიაშვილი და სხვების თაობებზე ბევრი ამყარებდა იმედებს მაგრამ ამ ბიჭებს რომ შანსი აქვთ ასეთი ქართველებს არასოდეს გვქონია დამოუკუდებლობის მოპოვების შემდეგ! ხვიჩა კი საერთოდ ცალკე სალაპარაკო თემაა. ვეთანხმები ვოვა გუცაევს და სხვებს ვინც მიიჩნევს რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი საქართველოში ბოლო 60 წელია არ დაბადებულა.
ზაზა
13 სექტემბერი 2020 22:35
4
თუ გატეხილია ცხვირი და როგორც წესი თან ერთვის კომოციო(შერყევა), სავარაუდოთ ბელორუსს ვერ ჩაატარებს, (( ძაან საწყენი!
რატი
13 სექტემბერი 2020 22:16
21
8ოქტომბრამდე მწყობრში იქნება. მაგრამ მე მადარდებს მისი ფორმა (იქნება თუ არა ისევ ესეთი ბრწყინვალე).ასეთი ტრავმის შემდეგ ძნელია თამაში. დინამოს კი ვუსურვებ 17 სექტემბერს ასევე 2 გაძევებას თბილისში!
დავით 67
14 სექტემბერი 2020 01:22
0
შერყევა ერთ თვეში არ გაივლის? მითუმეტეს მძიმე არჩანს.
gia jashi
14 სექტემბერი 2020 00:23
0
გარემარბადაც მაგარია და ცენტრშიც სლუცკი ამიტო არ ზღუდავს ნაკრებში კიდე პირიქითაა ცენტრში საერთოდ არ შედის ის კორეელიც მაგრად უგებს.
zaza
13 სექტემბერი 2020 21:48
0
და თუ გატეხილი აქვს მაშინ ისევ ნიღაბი ალბათ და ითამაშებს ხო?
ბაჩი
13 სექტემბერი 2020 21:12
0
Imdeni vaqet ro aha.. gmertma qnas seriozuli araferi iyos.. martla magar progress ganicdis
Jaba
13 სექტემბერი 2020 21:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული