"ხვიჩა არ იყიდება, 100%-ით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. 15 მილიონი ევრო "ლოკომოტივისაგან"? საერთოდ, არცერთი კლუბის წინადადება არ გვაინტერესებს. ხვიჩასთვის სრული უაზრობაა რუსულ გუნდში გადასვლა.
მას შეუძლია შემდეგი ნაბიჯი ევროპაში გადადგას, ამისათვის კი მენტალურად გამყარება სჭირდება. არ დაგავიწყდეთ, გასული სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელია ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო. მან ლიდერის როლი უნდა შეითვისოს, სტაბილურობა აჩვენოს.
ამის შემდეგ კი ის წავა, თან დარწმუნებული ვარ, ძალიან
ხვიჩას კი არსად ეჩქარება, სიტუაცია და ურთიერთობა მასთან დაწვრილებით განვიხილეთ. ის ბედნიერია, რომ ფეხბურთელი გახდა, ტოპ კლუბებთან დაკავშირებული ეფემერული მომავალი ჯერ არ ადარდებს. "კვარა" მომენტისაგან სიამოვნებას იღებს", - განაცხადა იაროვინსკიმ.
მომზადებულია Match Tv-ის მიხედვით
"რუბინმა" კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა - ხვიჩას ცხვირი გაუტეხეს [VIDEO]
სლუცკი: ხვიჩას შერყევა აქვს - გაუტეხეს თუ არა ცხვირი, მოგვიანებით გავიგებთ
კვარაცხელიამ "ჩაყვინთა", პენალტი არ იყო - ამტკიცებს "დინამოს" მწვრთნელი [VIDEO]
კლუბებში არ კი იხილავენ, Fifa-ს რეიტინგით 91 ადგილი, არა მუნდიალი, არა ევრო, არა ლიგა, რუსეთის ჩემპ.გაცილებით წინაა და ყურადღების ცენტრშია, დიდი გამოცდილება და ტრამპლინია! არაფერს ვიტყვი ფინანსებზე, რუსეთის უმაღლეს ლიგაში, ერთი თვის ხელფასი იმაზე ბევრად მეტია, რაც ჩვენ ლიგაში ყველა ფეხბურთელის ხელფასი ერთად აღებული, არაფერი რო არ ვთქვათ მკურნალობა, რეკლამა და პრემია ბონუსები.
ევროპაში წავა, თუ წავა. თან ძვირიაო ამბობს ეს კაცი, ფასები იცის. რა 15 მილიონი? ძვირი ღირს ბიჭი, ძალიან ძვირი, 30-ს ასცდა მემგონი უკვე, ხედავთ როტორი რა მაყუთს უგებს? ხვიჩა ხევს უკვე, თან მეშინია, არ დაგვიმტვრიონ, ღმერთო უშველე, თუ დაუპირეს დაჩეხვა ამომავალ ვარსკვლავს...
დიდწილად რუსეთის მარყუჟების ბრალია, მაგას რა ვუყოთ? ასე, რომ რუსები ფეხბურთელებს კი არა, მთელ ქვეყანას გვიფუჭებენ ყოველდღიურად.