"ავაზას" ტერიტორიაზე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს. მშენებლობა დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. 28 ოქტომბერს, მშენებლობის პროცესი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომისა და 9/9 ზე მოედნები რომლებიც ტრიბუნებითა და განათებით აღიჭურვება. ტერიტორიაზე განთავსდება ადმინისტრაციული შენობა, გასახდელებით, საშხაპეებით, მსაჯთა და ექიმის ოთახებით. აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2022 წლის სექტემბერში, თბილისის მერიისგან გადმოეცა. მშენებლობის დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

პროექტი ფიფას პროგრამა FORWARD-ის უეფას პროგრამა Hat Trick-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.

დიღმის მასივის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა თბილისის ხუთ უბანში, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე, ასევე ფოთში და სამტრედიაში.

ამას გარდა, ფუნქციონირებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი რუსთავში, საფეხბურთო აკადემიები ქუთაისში, რუხში, ლაგოდეხსა და გვიმბალაურში.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ე მასე, კარგები ხართ. როცა იმსახურებთ, ხომ ხედავთ არ მეზარება შექება.
0

სიახლეები პოპულარული