შერმადინის 8 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება კანარულ დერბიში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ლაგგუნა ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერთა შორის გარია. ლიგა ენდესას მორიგ, მე-5 ტურში კანარულ დერბიში ტენერიფელებმა "გრან კანარიას" უმასპინძლეს და 10 ქულის სხვაობით – 84:74 დაამარცხეს.

მასპინძლებმა 8-ქულიანი უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს, რაც შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი გამოდგა, რადგან დარჩენილ დროში "ტენერიფემ" მეტოქეს მნიშვნელოვნად მიახლოების საშუალება არ მისცა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოახერხა.

შერმადინმა 16 წუთში 8 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთხელ სამქულიანიც ისროლა, მაგრამ არაზუსტად.

"გრან კანარიაში"
ითამაშა ჯო ტომასონმა, საქართველოს ნაკრების წევრმა, რომელმაც 15 წუთში 9 ქულა დააგროვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ტენერიფეს" ბრაზილიელი ლიდერი მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც 19 ქულა და 10 პასი შესძინა თავის გუნდს.

"ტენერიფე" 3 მოგებით და 1 წაგებით მეხუთე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, 3 ნოემბერს, ვალენსიას სტუმრად შეხვდება. "გრან კანარია" 3 გამარჯვებით და 2 მარცხით მეშვიდეა, ხოლო შემდეგ შეხვედრას 3 ნოემბერს, "ბასკონიასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული