larnakasports-ის ცნობით, "გენტის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ხვალ კვიპროსში ჩავა და "ანორთოსისში" მედშემოწმებას გაივლის.
მედშემოწმების გავლის შემდეგ გიორგის ფამაგუსტური კლუბი ერთსეზონიან საიჯარო ხელშეკრულებას გაუფორმებს.
მას "გენტთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთარდება და შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.
20 სექტემბერს "ანორთოსისი" ჩემპიონატის მეოთხე ტურში "აპოლონს" უმასპინძლებს, 24 სექტემბერს კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ოსიეკისა" და "ბაზელის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ასე რომ, ქვილითაიას უცბად მოუწევს სერიოზულ მატჩებში მონაწილეობის მიღება.