ახალმა მწვრთნელმა ჩაკვეტაძე "რაპიდთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
15 სექტემბერს "გენტი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ვენის "რაპიდს" უმასპინძლებს.

"გენტის" ახალმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში შეიყვანა. განაცხადში დააბრუნეს აგრეთვე თავდამსხმელი რომან იარემჩუკი, რომელთანაც კონფლიქტის გამო, ფაქტობრივად, სამუშაოდან დაითხოვეს მწვრთნელი ლასლო ბოლონი.

დე დეკერი და მისი თანაშემწე პიტერ ბალეტი კლუბის სტრუქტურაში უკვე 4 წელია მუშაობენ, ჩაკვეტაძეს შესანიშნავად იცნობენ და წესით, მისდამი დამოკიდებულება არ უნდა შეიცვალოს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რომელი უფრო მაგარი კლუბია გენტი თუ რუბინი, ბოლო 20 წლის შეფასებით?
krazana
13:15 15-09-2020
0
ასეთ თემაზე დაწერილი სტატია რო გაგახარებს ბელარუსების მოგების მერე ნახეთ სტატიები
შოკირებული გულშემატკივარი
12:36 15-09-2020
0

სიახლეები პოპულარული