15 სექტემბერს "გენტი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ვენის "რაპიდს" უმასპინძლებს.
"გენტის" ახალმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში შეიყვანა. განაცხადში დააბრუნეს აგრეთვე თავდამსხმელი რომან იარემჩუკი, რომელთანაც კონფლიქტის გამო, ფაქტობრივად, სამუშაოდან დაითხოვეს მწვრთნელი ლასლო ბოლონი.
დე დეკერი და მისი თანაშემწე პიტერ ბალეტი კლუბის სტრუქტურაში უკვე 4 წელია მუშაობენ, ჩაკვეტაძეს შესანიშნავად იცნობენ და წესით, მისდამი დამოკიდებულება არ უნდა შეიცვალოს.