მაკარიძე: იანვარში "ბენფიკასთან" კონტრაქტი შეთანხმებული მქონდა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ალმერიას" მეკარე გიორგი მაკარიძემ ქართულ სპორტულ საიტ popsport-ს ინტერვიუ მისცა და ლისაბონის "ბენფიკაში" კიდევ ერთ ვერშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

"ბენფიკასთან" კონტრაქტს სამი წელი ვაფორმებდი, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ბოლოს ყველაზე კურიოზული რამ მოხდა. 2020 წლის იანვარში ისევ იყო "ბენფიკასგან" დაინტერესება. ლისაბონურ კლუბს მეორე მეკარედ ვუნდოდი. ყველაფერი შეთანხმებული იყო. დათქმული იყო კონტრაქტის გაფორმების თარიღიც, მაგრამ ერთი დღით ადრე "სეტუბალის" პრეზიდენტი გადადგა, ახალმა პრეზიდენტმა კი გუნდიდან არ გამიშვა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის რიგებში ყოფნის ნაცვლად, იმ გუნდში დარჩენა მომიწია, რომელიც
გადარჩენისთვის იბრძოდა", - თქვა გიორგიმ.

მაკარიძემ ახალ კლუბში თავის მომავალზეც გააკეთა კომენტარი:

"ალმერიაში" სკამზე დასაჯდომად არ გადმოვსულვარ. კონკურენციის არ მეშინია. პირიქით, ეს ფაქტი მხოლოდ შემართებას მმატებს. ვფიქრობ, რომ "ალმერიას"  პირველნომრობას შევძლებ. ჩემპიონატის სტარტზე კარში მაინც ალბათ რუბიო იდგება, რადგანაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ პროცესში, იმედი მაქვს, შანსი მომეცემა და გამოვიყენებ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი ბიჭია ამის შეცდომა ნაკრებში არ მინახია მუდამ ჯიგრიანად თამაშობს..
წარმატებები
21:28 15-09-2020
1
მეგონა პირველ ნომრად წაიყვანეს და ეს თავიდანვე მეორე ნომრის სტატუსით გადასულა. უფრო მეტიც, გული სწყდება, ბენფიკას მეორე ნომრად ვერ გადავედიო.

ასეთი სპორტული არაამბიციურობა ფეხბურთელისგან საწყენია. როგორ შეიძლება რომ თამაში არ გინდოდეს. ხომ ჯობია ისეთ გუნდში გადახვიდე სადაც პრაქტიკა გექნება და თუნდაც ოდნავ ნაკლებს გადაგიხდიან
ეჰ
16:01 15-09-2020
7

სიახლეები პოპულარული