ახალმა მწვრთნელმა ჩაკვეტაძე "რაპიდთან" სასტარტოში დააყენა

AutoSharing Option
თბილისის დროით 22:30 საათზე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დაიწყება "გენტსა" და ვენის "რაპიდს" შორის.

"გენტის" ახალმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. სასტარტოში დააბრუნეს უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი, რომელიც ტრანსფერზე დაყენებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, დე დეკერმა გუშინ გადაყენებული ლასლო ბოლონი შეცვალა. ის აქამდე მწვრთნელის ასისტენტი იყო, კლუბის სტრუქტურაში კი უკვე 4 წელია მუშაობს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
როგორც ჩანს მძიმეეე
Batumi90
16 სექტემბერი 2020 00:03
0
არა რა ერთი გაქცევა და ტრამვა.ვის რათ უნდა ეგეთი თერთმეტმეტრიანი.ვერ მორჩა რა ეტყობა კარგად.მაგრა შემეცოდა რა კაი ექიმი უნდა და მაგარი მკურნალობა თუ უშველის.
zaza
16 სექტემბერი 2020 00:10
0
ისევ მარჯვენა მუხლი... დაგვერხა
მონავარდე
15 სექტემბერი 2020 23:56
0
Cudad daeca.gmerto
Amiko
15 სექტემბერი 2020 23:53
0
კიდევ დაიმტვრა რააა :/ მორჩა ეს უკვე მიდრეკილი გახდა ტრამვებზე, იმედია ვცდები მაგრამ აწი იმის ნახევარიც არ იქნება რასაც ჩვენ ველოდით
nedved
15 სექტემბერი 2020 23:52
3
ვაა გავგიჟდები რაა, ვინ დაგვწყევლა ასე...ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ მძიმე ტრავმა ჩანს. ერთ ფეხბურთელს არ დასცალდა რომ გამოევლინა თავისი პოტენციალი სრულად. ყენია, ანანიძე, მჭედლიძე ეხლა ჩაკვეტაძე, არადა რა ფეხბურთი უნდა ეთამაშათ ამ ბიჭებს
გულშემატკივარი
16 სექტემბერი 2020 00:45
1
Gmertma daifaros an kunti gaiwyvita an isev muxlia
Amiko
16 სექტემბერი 2020 00:42
0
ნეტა არ დაეყენებინა,მგონი იმ პენალტის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა
roma
16 სექტემბერი 2020 00:03
0
ლინკის ძებნაში გიო ხელში აყვანილი მიჰყავთ, ვაი უი დაგვემართა......

KKK
15 სექტემბერი 2020 23:55
0
ტრამვა მიიღო სამწუხაროდ, ძალიან ცუდია
levani
15 სექტემბერი 2020 23:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული