ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა და ტრავმა მიიღო - "გენტმა" "რაპიდს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ვენის "რაპიდი".

36-ე წუთზე ნიკლას დორშმა მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე ჩაკვეტაძე 60-მეტრიანი დრიბლინგის შემდეგ საჯარიმოში 19 წლის ცენტრალურმა მცველმა ლეო გრიემლმა წააქცია, მერე მეკარესაც შეეჯახა და პენალტი რომან იარემჩუკმა გაიტანა. სამწუხაროდ, გიორგიმ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ჩაკვეტაძის ტრავმა.

შეცვლაზე შესულმა იუსუფ დემირმა 90+3-ე წუთზე ანგარიშის სხვაობა შეამცირა და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

"გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიევის "დინამოს" შეხვდება,
რომელმაც "ალკმაარს" 2:0 მოუგო.

შემდეგ ეტაპზე გავიდა სალონიკში "ბენფიკას" მძლეველი (2:1) პაოკიც, რომლის ახალწვეული ნიკა ნინუა სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
არ უნდა იყოს სერიოზული ტრავმა,უფრო თავის დაზღვევის მიზნით არ გააგრძელა თამაში და სწორადაც მოიქცა.ითამაშა,პენალი აიკიდა, ფორმას იბრუნებს ნაკრებისთვის და საკვალიფიკაციოს შემდეგი ეტაპისთვის.ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თუ ითამაშა და ნაკრებს ევროპაზე მოხვედრაში დაეხმარა ტოპ ჩემპიონატი განაღდებული აქვს.ჭკვიანი,მოაზროვნე ბიჭია.ჯანმრთელობას,გამართლებას და დიდ წარმატებას ვუსურვებ!!!
ნუკრი
12:10 16-09-2020
0
ჩაკვეტაძე ოდნავ შეხებაზე თუ თამაშს ვეღარ აგრძელებს, მაშინ ამ კაცის მაგარ ფეხბურთელობაზე ილუზიებს ნუღარ შევიქმნით.
დაT
11:22 16-09-2020
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული