ბელგიური მედია: ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა - "გენტმა" დიდი სანთელი უნდა დაანთოს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტმა" 2:1 დაამარცხა "რაპიდი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეორე გოლი რომან იარემჩუკმა გიორგი ჩაკვეტაძის მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანა. გიორგიმ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ბელგიური პრესა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ვფიქრობ, მუხლის პრობლემა ჰქონდა. თავიდან მეგონა, ტრავმა ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ ნამატჩევს ის ნორმალურად გამოიყურებოდა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმედია, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ჩვენ დავბრუნდით, რათა ის თავის საუკეთესო ფორმაში ჩადგეს", - ციტირებს მწვრთნელ ვიმ დე დეკერს sportmagazine.

voetbalprimeur-მა გიორგის ტრავმის შესახებ
შემდეგი აღნიშნა:

ინერვიულეთ ჩაკვეტაძის გამო

"ჯონათან დავიდის წასვლის შემდეგ ჩაკვეტაძე შანსს იღებს. ქართველმა წასული კანადელი უნდა დაგვავიწყებინოს. ის "რაპიდთან" დიადი ჩემპიონი იყო და პენალტი მოიპოვა.

თუმცა, დაშავდა და ისევ გვაჩვენა, რომ შუშის ადამიანია. მოედნიდან დაუხმარებლად ვერ გავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ კიევის "დინამოსთან" შეხვედრა გვიწევს, "გენტმა" იმისათვის, რათა უკრაინელებთან მოედანზე შემართული ჩაკვეტაძე ვიხილოთ, დიდი სანთელი უნდა დაანთოს".

ექიმების პირველადი დასკვნით, გიორგის ნაოპერაციები მუხლი არ უტკენია და კუნთების 
დაჟეჟილობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
რავიცი კინაღან გულები კი დაგვიხეთქა დაა ☺
იაგო
16 სექტემბერი 2020 07:45
1
გიო ჩაკვე,მე ბაჩო გამახარია და შენი ერთგული გულშემატკივრები შენს გვერდით ვართ და ვუქნებით მუდამ ეშ იცოდე,ნუნ უსმენ ტვინნაღრძობ ძალად გულშემატკივრების ნაბოდიალებს,ითამაშე სამშობლოსთვის,შენთვის და შენი ერთგული გულშემატკივრებისთვის ჯიმა.მალე საღსალამათი დაგვიბრუნდი!!!♥️♥️♥️
ბაჩი
16 სექტემბერი 2020 13:48
0
ჩაკვეტაძე = ანანიძე 2
გენა
16 სექტემბერი 2020 09:33
40
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული