ბელგიური მედია: ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა - "გენტმა" დიდი სანთელი უნდა დაანთოს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტმა" 2:1 დაამარცხა "რაპიდი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეორე გოლი რომან იარემჩუკმა გიორგი ჩაკვეტაძის მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანა. გიორგიმ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ბელგიური პრესა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ვფიქრობ, მუხლის პრობლემა ჰქონდა. თავიდან მეგონა, ტრავმა ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ ნამატჩევს ის ნორმალურად გამოიყურებოდა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმედია, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ჩვენ დავბრუნდით, რათა ის თავის საუკეთესო ფორმაში ჩადგეს", - ციტირებს მწვრთნელ ვიმ დე დეკერს sportmagazine.

voetbalprimeur-მა გიორგის ტრავმის შესახებ
შემდეგი აღნიშნა:

ინერვიულეთ ჩაკვეტაძის გამო

"ჯონათან დავიდის წასვლის შემდეგ ჩაკვეტაძე შანსს იღებს. ქართველმა წასული კანადელი უნდა დაგვავიწყებინოს. ის "რაპიდთან" დიადი ჩემპიონი იყო და პენალტი მოიპოვა.

თუმცა, დაშავდა და ისევ გვაჩვენა, რომ შუშის ადამიანია. მოედნიდან დაუხმარებლად ვერ გავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ კიევის "დინამოსთან" შეხვედრა გვიწევს, "გენტმა" იმისათვის, რათა უკრაინელებთან მოედანზე შემართული ჩაკვეტაძე ვიხილოთ, დიდი სანთელი უნდა დაანთოს".

ექიმების პირველადი დასკვნით, გიორგის ნაოპერაციები მუხლი არ უტკენია და კუნთების 
დაჟეჟილობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
აუუუ რა მაგარი ინფოა ღმერთმა ქნას არ იყოს სერიოზული და საერთოდ არაფერი არ იყოს.
ლშ
16 სექტემბერი 2020 02:42
0
დინამოსთან კი არა 8-ში ჯანზე იყოს, კაი ჯანდაბას 8-ც, მთავარია ძაან სერიოზული არ იყოს და მართლა ხელი არ შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში რაც ამ ბიჭს ელოდება!!! გიო ყველა ვნერვიულობთ და გვერდში გიდგავართ!!!
ზურა
16 სექტემბერი 2020 02:20
1
მოწონებაზე დავაჭირე და მეუბნება,თქვენ უკვე შეაფასეთო.კარგი ბატონო, ძალიან რომ მომეწონოს და ორჯერ მოვიწონო,ამით რა დაშავდება?ტაში რომ ტაშია,იქაც კი არის კანტი-კუნტი ტაში,ტაში,მქუხარე ტაში,ოვაცია,ფეხზე ამდგარი მქუხარე ტაში და ბრეჟნევის დროს,მქუხარე ტაშთან ერთად,დარბაზში გაისმის შეძახილები,გაუმარჯოს კომუნისტურ პარტიას....კიდევ სხვა რამეებიც ემატებოდა ხოლმე და ჩვენ,გიორგის გულისათვის ორჯერ მოწონება რომ დავაწკაპო.მაგასაც მიკრძალავთ?ახლა კი ვხუმრობ,მაგრამ წუხელ დანა პირს არ მიხსნიდა,ისეთ გუნებაზე ვიყავი,მისი მოედნიდან გაყვანა რომ დავინახე.
სოსო
16 სექტემბერი 2020 16:08
0
კარგია რომ მუხლის ტრამვას გადავრჩით. კუნთები და მყესები უფრო მეტად უნდა გაიძლიეროს, მოქნილობაზე იმუშაოს ამავე დროს, რომ კუნთების და მყესების გამაგრებას ასევე ბევრად სჭირდება ელასტიურობა რაც ხშირ ტრამვებს თავიდან ააშორებს.
Niko
16 სექტემბერი 2020 03:05
3
გეტყობათ კარგად ერკვევით მაგ სფეროში და აბა ჩვენებს რა ჭირთ სუ ტრამვებში რო არიან იქნებ მოკლედ ამიხსნათ
შოკირებული გულშემატკივარი
16 სექტემბერი 2020 09:49
0
ეგ არაფერია გულით თამაშობს თავს არ ზოგავს და ამიტომაც იღებს ტრამვას.. ბელარუსთან შენი და ხვიჩას იმედი გვაქვს უნდა გვასახელო. აქ კიდევ რომ გამოხტებით ვიღაც ვალოდიები თქვე ჩემის კიკოლიკოებო და დამთავრდა ამ ბიჭის კარიერა მაგას კიარუნდა როშავდეთ პირიქით უნდა გაამხნევოთ ბავშვი ვიცი რო შემოდის ამ საიტზე და აინტერესებს ხალხის აზრი 10კაცის ნაბოდვარს რო წაიკითხავს შენი ფეხბურთი მორჩა დაივიწყეო რა განწყობაზე დადგება? თქვენი გველური შხამი თქვენს ქერქში დატოვეთ!!!!
წარმატებები
16 სექტემბერი 2020 12:43
1
ღმერთი ჩვენსკენ! დიდება შენდა დიდო ღმერთო!
დ.დ.
16 სექტემბერი 2020 02:25
2
გიო გაუძელი ,შენ ჩვენი მარადონა ხარ,უფალი გფარავდეს.
დევკალიონი
16 სექტემბერი 2020 12:20
2
მგონი გადავრჩით. ეს იერემჩუკი ცოტა ვერაა მთლად კარგად. აშკარად არ აძლევდა პასებს გიორგის, თორემ გიორგი მანამდეც შეაგდებდა. ეტყობა ამას ხედავს ახალი მწვრთნელიც.
ქომაგი
16 სექტემბერი 2020 11:59
1
შენ გაიხარე გიო. მთელი ღამე შენზე ვნერვიულობდი. ეს რა კარგი ამბავი გავიგე. ღმერთი შენკენ
ნახალოვკელი
16 სექტემბერი 2020 09:38
1
აბსოლუტური კონცენტრაცია, გიოოო არ დანებდე, იმედი, ოცნება, ქართული ფეხბურთის ყველაფერი ხარ !!!!
მთელი ღამე არ მეძინა, 40 წლის კაცს მეტირებოდა ხელში აყვანილი რომ გაგიტანეს ბიჭო.
გაიხარე და გაგვახარე, მოძლიერდი !
მონავარდე
16 სექტემბერი 2020 08:45
1
ვერ გავიგე რას დასტირით ამ ბიჭს. ტრამვასაც მოიშუშებს და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს ისევე როგორც არველაძეებმა და კალაძემ ითამაშეს. წარმატება გიორგის !!!
semi
16 სექტემბერი 2020 16:23
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული