"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძე საუკეთესო ფორმაში დაგვიბრუნდება

AutoSharing Option
სეზონის სტარტზე წარუმატებელ მატჩთა სერიის შემდეგ ახალ მწვრთნელ ვიმ დე დეკერს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა - მისმა გუნდმა "რაპიდს" 2:1 სძლია და ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. დე დეკერმა ფეხბურთელების მდგომარეობაზე კლუბის საიტთან ისაუბრა და რა თქმა უნდა, ტრავმირებულ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ რამდენიმე კვირა გიორგის გარეშე მოვიწყენთ. მან თავისი კლასის აფეთქება გვაჩვენა და თქვენ კვლავ დაინახეთ მისი ტიპიური აჩქარებები.

ის სწორ გზას ადგა და ახლა ორმაგად უფრო გულდასაწყვეტია, რომ
ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, როგორც კი დაბრუნდება, თავის საუკეთესო ფორმაში ჩადგება".

19 სექტემბერს "გენტი" ბელგიის ჩემპიონატის მე-6 ტურში სტუმრად "მუსკრონს" შეხვდება, 23 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში კიევის "დინამოს" უმასპინძლებს, 26 სექტემბერს ჩემპიონატის მე-7 ტურში "ლეუვენს" დაუხვდება, ხოლო 30 სექტემბერს "დინამოს" განმეორებით შეხვედრაში კიევში დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს, სავარაუდოდ, 2 კვირა მოუწევს უქმობა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
2-3% ათლეტიზმს თუ მოიმატებს, გამჩერებელი არ ეყოლება
რაგბის ფანი
06:47 19-09-2020
0
მიხარია რომ მწვრთნელი გიორგის ენდობა და მისი ეიმედება მალე გოჯანმრთელებას ვუსურვებ. ხვიჩამაც უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად წარმატებები ბიჭებს !
dima
23:29 18-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული