"რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის "დინამოსთან" მიღებული სახის ტრავმის შემდეგ დღეს გუნდთან ერთად ნიღბის გარეშე ივარჯიშა (იხ. ფოტო) და ალბათ, 20 სექტემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში "სპარტაკთან" საშინაო მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
45-ათასიან "ყაზან არენაზე" 31 ათას მაყურებელს ექნება დასწრების უფლება.
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ორიოდ დღის წინ განაცხადა, რომ კვარაცხელიას ნიღაბი აქვს და მისი თამაში პრობლემა არ იქნება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.