თბილისის დროით 17:30 საათზე ყაზანში რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩი დაიწყება ადგილობრივ "რუბინსა" და მოსკოვის "სპარტაკს" შორის. მასპინძელთა გუნდის განაცხადშია გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოსკოვის "დინამოსთან" გასული ტურის შეხვედრაში სახის ტრავმა მიიღო.
ხვიჩამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ პრობლემა არა აქვს და თუ საჭირო იქნა ნიღბით ითამაშებს.
პირველი ტაიმი დამთავრდა, აგებს რუბინი - 0:2, მაგრამ კვარაცხელია, კარგია, ფორმაშია.