ხვიჩას ფინტები, პასები, პერსონალური მეურვის გაძევება - "რუბინი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, თუმცა "რუბინი" საკუთარ მოედანზე "სპარტაკთან" 0:2 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთათვის უიღბლოდ დაიწყო - უკვე მე-4 წუთზე ანგარიში ლარსონმა გახსნა, 21-ე წუთზე კი ყაზანელთა მეკარე მედვედევი გამოსვლაზე შეცდა და მერკულოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

"სპარტაკთან" ხვიჩამ ისე ლაღად და აქტიურად ითამაშა (ნიღბის გარეშე), თითქოს გასულ ტურში მოსკოვის "დინამოსთან" ტრავმა არც კი მიუღია. მას მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა ტედესკომ პერსონალური მეურვე, მასლოვი მიუჩინა, მაგრამ 61-ე წუთზე ჩვენებურმა მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და მოედნის დატოვება
მოუწია.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა დედაქალაქლებმა უკან დაიხიეს და "რუბინმა" დიდი ძალებით შეუტია, ხვიჩა პასებს კარგად ანაწილებდა, ერთხელ დასარტყმელ პოზიციაზე დესპოტოვიჩი გაიყვანა, ორჯერ მაკაროვი, მაგრამ მათ ვერ ივარგეს და 0:2 დამარცხდნენ.

ჩვენთვის მთავარი კი კვარაცხელიას კარგ ფორმაში ყოფნა და მისი კარგი თამაშია.

მკითხველის კომენტარები / 41 /
გმირი :)))
სახიჩარი
20 სექტემბერი 2020 23:14
8
ხიბლში ნუ ჩავარდებით, "რუბინი" დზაან შორსაა "სპარტაკი" გან, გინდ ხვიჩათი გინდ გოჩათი))
რატი
20 სექტემბერი 2020 21:01
22
ვუყურე მაგათ თამაშსს ერთი იყო ნორმალური ხვიჩიას გარდა დანარჩენი ხეებია
გიორგი
21 სექტემბერი 2020 01:21
6
უკვე გამაღიზიანეგელი ხდება ამდენი ქება-დიდება, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, კი ბატონო ნიჭიერი ახალგაზრდაა, ჩემი სუბ.აზრით ჭანკვე მეტად გონიერი და გუნდის წამყვანია, თუმცა დღეს-დღეისობით ჩრდილშია, ასევე ჩრდილში არიან არანაკლებ გაპიარებული ჭანტურია, არაბიძე, ზარანდია, არველაძე და ერთი ორი კიდე, და სად და რატო არ ამობრწყინდნენ? ძირითადათ ქართველი ახალგ.ფეხბურთელები "პერსპექტიულ" ახალგაზრდებათ რჩებიან.
კოსტა
21 სექტემბერი 2020 15:25
11
ჩაკვეტაძე მოძლიერდეს ნეტა და არ დაემსგავსის ყენია/მჭედლიძეს. ხვიჩაც სტაბილურად იზრდება სლუცკის ხელში და ესე თუ გააგეძელა წავა სადმდე კარგ ჩემპიონატში. მოლკლედ ამ ორი ბიჭის და კიდე იმედია სხვების სახით ნაკრებს არც ისე ცუდი პერსპექტივები უჩანს
გიონატ
21 სექტემბერი 2020 09:58
0
სხვათაშორის რუსულმა ინტერნეტ გამოცემამ FOOt.LIFE მატჩის 3 ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დაასახელა :(((((((((((((((
დათო
21 სექტემბერი 2020 16:20
3
მარჯვენა ფეხიანი კაცი,მარცხენა ფლანგიდან რომ შევა,მარჯვენა ფეხით ძალიან სახიფათოდ რომ ვერ დაარტყავს,ძნელი მისახვედრი არ არის.მარცხენა ფეხით კი,სასურველი ძალით ვერ დაარტყავს და სიზუსტეშიც შეზღუდულია.ეს არის ხვიჩას მინუსი,მაგრამ მარცხენას მაინც საკმაოდ კარგად ხმარობს და იმედია კიდევ უფრო გააუმჯობესებს.სლუცკი, მასზე ეტყობა ბევრს მუშაობს.მაგ თამაშში კი,ხვიჩამ უშუალო ვიზავი,გააგდებინა,ორი კაცი სისტემატურად მას ედგა და რუბინმა კარისაკენ,24-ჯერ დაარტყა.მასზე გადასული ორი კაცი და პლიუს გაძევებული,სხვებს არ უადვილებდა საქმეს?მაქსიმენკომ,მეკარემ,კარიერის რეკორდი დაამყარა აღებულ დარტყმებში.ესე იგი,რუბინი უტევდა და ურტყავდა კიდეც.შემტევს,სხვა რაღა ევალება?ასე რომ მისი უარყოფითი შეფასება,შემფასებლების ნამუსზე იყოს.რუბინს ამ თამაშში,წინა თამაშში გაძევებული,ძალიან კარგი გამთამაშებელი,ხვან ინ ბომი დააკლდა,რომელსაც შატოვი,სრულფასოვნად ვერ სცვლის
სოსო
22 სექტემბერი 2020 11:59
0
მეურვე გააგდებინა მსაჯს. ორი ყვითელი აკიდა. თამაშს ამწვავებდა. ეტყობა იმათ არ უყურებიათ თამაშისთვის
ვანჩოპე
21 სექტემბერი 2020 19:54
0
ყველა გამოხმაურება
უკვე გამაღიზიანეგელი ხდება ამდენი ქება-დიდება, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, კი ბატონო ნიჭიერი ახალგაზრდაა, ჩემი სუბ.აზრით ჭანკვე მეტად გონიერი და გუნდის წამყვანია, თუმცა დღეს-დღეისობით ჩრდილშია, ასევე ჩრდილში არიან არანაკლებ გაპიარებული ჭანტურია, არაბიძე, ზარანდია, არველაძე და ერთი ორი კიდე, და სად და რატო არ ამობრწყინდნენ? ძირითადათ ქართველი ახალგ.ფეხბურთელები "პერსპექტიულ" ახალგაზრდებათ რჩებიან.
კოსტა
21 სექტემბერი 2020 15:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული