ოქრიაშვილმა გაიტანა, ქვილითაიას დებიუტი შედგა, "ანორთოსისი" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისი" 1:3 დამარცხდა "აპოლონთან".

"ანართოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და  ახალწვეული გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა. მე-19 წუთზე ოქრიაშვილმა ანგარიში გახსნა. მან მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. თუმცა, ამის შემდეგ "აპოლონმა" 3 უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

24 სექტემბერს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების გუნდს უმძიმესი გასვლა ელის "ბაზელთან".

მკითხველის კომენტარები / 9 /
რაიო ძალიან აკლია გუნდს და მის შემცვლელს ვერ ვხედავ. ფაქტობრივად ოქრიაშვილია ანორთოსისის შეტევა მთლიანად. ანდა ძირითადში რომ აყენებ ისეთ თავდამსხმელს პირველივე შეხვედრაში, რომელსაც ლამის არც ახსოვს სტაბილურად როდის ითამაშა 90 წუთი რა ვიცი, მემგონი შეცდომაა... ქვილითაია ნელნელა უნდა შეეჩვიოს მინდორს და არა ეგრევე. ასე აჯობებს გუნდისთვისაც და გიოსთვისაც. ზოგადად აპოლონი წელს ძალიან კარგად გამოიყურება. საბურთალოს ძალიან არ გაუმართლა რომ პირველ ეტაპზე ასეთი ძლიერი გუნდი რომ შეხვდა, თუმცა 5-1 ნამეტანია და ეს არაა ბოლომდე გასამართლებელი
Haaland
18:18 21-09-2020
0
ქვემოთ მოითხოვეს, დაწერე ქართული გუნდი, სადაც ნაკრების 4 ფეხბურთელი თამაშობსო: მაგაკითად ბათუმის დინამო: გეგეჭკორი, ნავალივსკი, კობახიძე, ჯიღაური, დვალიშვილი, ნიგერიის ნაკრების ყოფილი მცველი ობოაბონა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ნათამაშები რეინალდო და ა.შ

თბილისის დინამო: კვასხვაძე, კობოური, ხარაბაძე, გაბედავა, თუ არ ვცდები პაპავაც და ქიმაძეც
კომენტარის პასუხი
10:26 21-09-2020
0

სიახლეები პოპულარული