კანკავა და კვეკვესკირი "ტობოლს" დატოვებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი სეზონის ბოლოს "ტობოლს" დატოვებენ, - იტყობინება Prosports.kz.

გამოცემის ჟურნალისტ აიდინ კოჟახმეტის მტკიცებით, ასეთი გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო და მათ უნდათ გუნდში უფრო ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელები მიიწვიონ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, "ტობოლს" წელს ბიუჯეტი სერიოზულად შეუმცირდა და კორონავირუსის გამო ფეხბურთელებს ხელფასები 25%-ით შეუმცირეს. ასე რომ, ქართველებს ფინანსური პრობლემების გამო დაემშვიდობებიან.

კანკავა "ტობოლში" 2018 წელს ფრანგული "რეიმსიდან" გადავიდა, ხოლო კვეკვესკირი 2017 წელს - აზერბაიჯანული "გაბალადან".

altკანკავა, სერხიო რამოსი, დე ბრუინი - ერთა ლიგის მეორე

ტურის სიმბოლურში

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altკანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჯაბა კანკავა,არასოდეს გამოირჩეოდა სისწრაფით,ასე რომ მისი დაკარგვის საფრთხე არ აქვს.სხვაფრივ კი,გამოცდილება და სიდინჯე ემატება.ასე რომ ის ასაკთან ერთად,სულ უფრო სტაბილური და საიმედო ხდება,ნიკა კვეკვესკირი კი,არც უნდა წასულიყო მანდ.ნამდვილად ვიცი,რომ არ დაიკარგება.ეგაა,რომ ცოტა ზრდა შეუჩერდა.
სოსო
20:04 22-09-2020
0
ოჯახის სარჩენ ხელფასს ნამდვილად გადაუხდია, არც ისეა საქმე, რომ რამე შემოაკლდეთ. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს საკმაო თანხაც რომ გადადებული არ ჰქონდეთ. ღმერთმა შეარგოთ! საქართველო თუ გიყვართ და ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება თუ გინდათ ჩამოდით სანამ კარიერას დაასრულებთ და ორიოდე წელი რომ ითამაშოთ სამშობლოში ბევრ მაყურებელსაც დააბრუნებთ სტადიონებზე, ახალგაზრდებსაც დაარიგებთ და პროფესიონალიზმის მაგალითს მისცემთ. ხალხი მადლიერი იქნება. მიბაძეთ იაშკას.
emigranti
01:56 23-09-2020
0

სიახლეები პოპულარული