ხვიჩა დიდი ტალანტი და ცეცხლოვანი ქართველია - უტკინი კვარაცხელიას გამოექომაგა

AutoSharing Option
რუსმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ვასილი უტკინმა ახსნა, თუ რატომ დაატყდა თავს კრიტიკის ქარცეცხლი "სპარტაკთან" ნამატჩევს (0:2) "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას.

"ჯერ ერთი, ხვიჩა დიდი ტალანტია. ასეთი ტალანტების ზედმეტად შეფასება ჩვეულებრივი ამბავია. მეორე - მასზე ბევრი კარგი რამ ითქვა, კერძოდ, ლეონიდ სლუცკის მიერ.

თანაც, როდესაც საუბარი "ლოკომოტივის" მენეჯმენტზე ჩამოვარდება, მეორე ფიგურის რანგში ყოველთვის ამოტივტივდება კვარაცხელიას გვარი. მათ ასეთი კოლექტიური "მენეჯერ-ნევროტიკი" აქვთ. ის ახალგაზრდა ბიჭია, ცეცხლოვანი ქართველი. მას კარგი მატჩებიც ექნება და ცუდებიც. უბრალოდ ხვიჩა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ის საფეხბურთო პიროვნებად ჩამოყალიბების
პროცესშია", - განაცხადა უტკინმა "ეხო მოსკვას" ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან მაინტერესებს კვარასთან მიმართებაში რატო არა წერთ რუსეთმა „გააფუჭენ“? სადა ხართ ის ექსპერტები რო აბრახუნებთ ხოლმე რუსეთი ჭაობია,რუსეთმა „გააფუჭენო? კიდევ ვერ ხედავთ ვინც ფეხბურთელია ყველგან რო თამაშობს?მთელი საფეხბურთო რუსეთი კვარაზე ლაპარაკობს,არა და ბავშვია ჯერ.ეტყობა ბავშვი როა იმიტომ არ „გააფუჭენ!?
ბაბუაწვერა
12:43 23-09-2020
2
ორი კვარა და 2 ჭალვე რო იყოს ამ ბებერ ხრონწებში, რომელთა გაშვებას ვერც ვაისი და ვერც ფედერაცია ვერ ბედავს, არაფერი გამოვა.
ჯაბა
10:38 23-09-2020
3

სიახლეები პოპულარული