![](https://sportall.ge/pictures/image31/ad0e21af18d8bc8f778210b1178e15c9.jpg)
რუსმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ვასილი უტკინმა ახსნა, თუ რატომ დაატყდა თავს კრიტიკის ქარცეცხლი "სპარტაკთან" ნამატჩევს (0:2) "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას.
"ჯერ ერთი, ხვიჩა დიდი ტალანტია. ასეთი ტალანტების ზედმეტად შეფასება ჩვეულებრივი ამბავია. მეორე - მასზე ბევრი კარგი რამ ითქვა, კერძოდ, ლეონიდ სლუცკის მიერ.
თანაც, როდესაც საუბარი "ლოკომოტივის" მენეჯმენტზე ჩამოვარდება, მეორე ფიგურის რანგში ყოველთვის ამოტივტივდება კვარაცხელიას გვარი. მათ ასეთი კოლექტიური "მენეჯერ-ნევროტიკი" აქვთ. ის ახალგაზრდა ბიჭია, ცეცხლოვანი ქართველი. მას კარგი მატჩებიც ექნება და ცუდებიც. უბრალოდ ხვიჩა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ის საფეხბურთო პიროვნებად ჩამოყალიბების
პროცესშია", - განაცხადა უტკინმა "ეხო მოსკვას" ეთერში.