ჩაკვეტაძემ ივარჯიშა - "გენტი" ჩემპიონთა ლიგის კარიბჭესთან

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა და მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ხვალ "გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში კიევის "დინამოს" უმასპინძლებს. შეხვედრისადმი ინტერესი უდიდესია. ბელგიური პრესა დეტალურად აშუქებს გუნდის მომზადებას. ახალი მწვრთნელის, ვიმ დე დეკერის ხელმძღვანელობით მოპოვებულმა ორმა გამარჯვებამ კი გულშემატკივრები ოპტიმისტურად განაწყო.

უკვე გამოცხადდა წინასამატჩო განაცხადი, რომელშიც ჩაკვეტაძე არ არის, თუმცა შეიყვანეს ნახევარმცველი სვენ კუმსი, რომლის შესახებ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერ ითამაშებდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და მწყობრში ჩადგა. ასე რომ,
არაა გამორიცხული, ჩაკვეტაძეც ვიხილოთ საბოლოო განაცხადში.

დე დეკერმა განაცხადა, რომ "დინამო" მათ წინა მეტოქეზე, "რაპიდზე" გაცილებით ძლიერი და ორგანიზებული გუნდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვთ.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა კიევში 29 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩაკვეტაძე სრულად უნდა გამოჯამრთელდეს აჩქარება არ ივარგებს,მერე შრომა უნდა გააგრძელოს.
ziko
12:23 25-09-2020
0
"ზასტაველი" 1000000% ხარ ძმა, ერთს დავამატებ, ჩვენ მხოლოდ მათი ჩინებული თამაშით დავტკბეთ ჯობია ვიდრე გავაკრიტიკოთ. ღმერთმა ერსენე ჯამრთელად გვიმყოფოს და თამაშს რომ ორივე მაგრად ალამაზებს ამაში ალბათ არავინ არ შემეწინააღმდეგება. ღმერთი ჩვენსკენ.
roma bejanidze
12:41 23-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული